USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
Тбилиси
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბელარუსსა და რუსეთს შორის შესაძლოა საომარი მოქმედებები დაიწყოს
дата:  1240

ბელარუსსა და რუსეთს შორის შესაძლებელია საომარი მოქმედებები დაიწყოს, რადგან მოსკოვი ბელარუსს თავისუფალ ქვეყნად დარჩენის საშუალებას არ მისცემს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ ჩეხურ გამოცემა Respekt-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რამდენიმე წლის წინ მე ბელარუს ჟურნალისტებს ვესაუბრებოდი და ვუთხარი, რომ თუ მათ მოუნდებათ დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ისეთივე ომის, ტანჯვის და სირთულეების გადატანა მოუწევთ, როგორიც ჩვენ გავიარეთ. მაშინ მათ არ დამიჯერეს, მაგრამ ალბათ, ახლა ნაკლებად ეპარებათ ეჭვი“,-განაცხადა პრისტაიკომ.

„იმედი მაქვს, რომ მართალი არ აღმოვჩნდები. ბელარუსები მშვიდი და მომთმენი ხალხია. ჩვენც ასეთივე მომთმენი და მშვიდები ვიყავით - ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსები თქვენს მოკვლას არ დაიწყებენ. მერე თქვენც დაიწყებთ მათ მოკვლას, თუნდაც მოწინააღმდეგე თქვენზე ძლიერი იყოს. სხვა რაღა დაგრჩენია?“-დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დაპირისპირება მოსკოვსა და მინსკს შორის რუსული ნავთობის ფასებმა გამოიწვია. რუსეთმა ბელარუსს ნავთობის მიწოდება 1-ელ იანვარს შეუჩერა, ხოლო 4 იანვარს ნაწილობრივ აღუდგინა. ქვეყანაში აცხადებენ, რომ რუსეთი ენერგორესურსებისა და ეკონომიკურ საკითხებს ზეწოლისთვის იყენებს, რათა აიძულოს მინსკი რუსეთთან ინტეგრაცია მოახდინოს.

რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ბელარუსს ეწვია და ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ აშშ ბელარუსს საჭიროების შემთხვევაში ნავთობით უზრუნვლყოფდა. აღნიშნულმა მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია.

ცნობილი ხდება, რომ ბელარუსი აპირებს სახელმწიფო გერბიც შეცვალოს. ცვლილებების მიხედვით, გერბზე მეტი ევროპა და ნაკლები რუსეთი გამოჩნდება.

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати