USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
უკრაინის საგარეო საქეთა სამინისტრო: უკრაინა რუსეთთან ოლიმპიური ზავისთვის მზად არის
Date:  1582

უკრაინა ზამთრის ოლიმპიური თამაშების პერიოდში, 2026 წლის 6-22 თებერვალს, რუსეთთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გიორგი ტიხიმ.

მისი განცხადებით, დროებითი ზავის იდეით იტალია გამოვიდა, რასაც უკრაინაც დაეთანხმა.

„ჩვენ ასეთ მოწოდებას მხარს ვუჭერთ. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთი ოლიმპიური ზავის დროს ომებს იწყებდა. რუსეთი ოლიმპიური ზავის დროს საქართველოში შეიჭრა. ოლიმპიური ზავის დროს რუსეთმა უკრაინაშიც დაიწყო შეჭრა“, - თქვა ტიხიმ.

მისი განცხადებით, რუსეთის ასეთი მოქმედება შემთხვევითი არ არის, რადგან ოლიმპიადის დროს მთელი მსოფლიოს ყურადღება სპორტულ ღონისძიებებზეა მიპყრობილი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დასძინა, რომ უკრაინა ზავისთვის მზად არის არა მხოლოდ ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში, არამედ ახლავე. მან გაიხსენა, რომ უკრაინის ხელისუფლება დიდი ხნის წინ დათანხმდა აშშ-ის იდეას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ რუსეთი ამას იგნორირებას უკეთებს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way