USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
უკრაინის პრეზიდენტი - თანამდებობის პირს ვერავინ აპატიებს სახელმწიფოს ოპოზიციაში ჩადგომას, ზოგისთვის ეს - ომის დროს კუნძულებზე ყოფნას, ზოგისთვის კი სასამართლოში ქრთამის აღებას გულისხმობს
дата:  758

სამწუხაროდ, ზოგი ფიქრობს, რომ ომი მათგან სადღაც შორს არის, თითქოს უზენაესი რადას გუმბათს ან ზოგიერთი ოფისის კედელს შეუძლია რეალობისგან დაცვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა უკრაინელი დეპუტატის, მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრის, იური არისტოვის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის მალდივის ერთ-ერთ კუნძულზე შენიშნეს.

„დეპუტატებს, მოსამართლეებს, სამხედრო კომისრებს და სხვა თანამდებობის პირებს ვერავინ აპატიებს საკუთარი თავის სახელმწიფოს ოპოზიციაში ჩაყენებას. ეს ზოგისთვის – ომის დროს კუნძულებსა და კურორტებზე ყოფნას, ზოგისთვის კი სასამართლოში ქრთამის აღებას გულისხმობს. ნებისმიერი საჯარო მოხელისთვის ეს არის სახელმწიფო პრინციპების, საზოგადოების ინტერესების ღალატი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

იქამდე, მედიაში იური არისტოვის მალდივის კუნძულებზე ყოფნის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, უკრაინელმა დეპუტატმა, მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრმა, იური არისტოვმა რადას დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати