USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
უკრაინის გენშტაბი - რუსი ოკუპანტები ახორციელებენ შეტევას სევეროდონეცკის მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება
თარიღი:  767

რუსი ოკუპანტები, საარტილერიო ცეცხლის მხარდაჭერით, ახორციელებენ შეტევას სევეროდონეცკის დასახლების მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სივერსკის მიმართულებით, რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინა-რუსეთის საზღვრის გაძლიერებას, საყრდენი პუნქტების აღჭურვას ბრიანსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში.

„რუსი ოკუპანტები აგრძელებდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სუმის ოლქში განლაგებული თავდაცვის ძალების პოზიციების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას არტილერიისა და ნაღმმტყორცნების გამოყენებით.

ხარკოვის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ოკუპირებული პოზიციების შენარჩუნებაზე. რუსულმა ძალებმა რუბეჟნოესთან ახლოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. გარდა ამისა, მტერმა კიდევ ერთხელ სცადა შეტევითი ოპერაციების ჩატარება ტერნოვას მიმართულებით, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

არტილერიისა და არმიის თვითმფრინავების მხარდაჭერით მტერი წარუმატებლად ცდილობდა დაეკავებინა სოფელი პასიკა.

ლიმანის მიმართულებით მტერმა გააძლიერა საომარი მოქმედებები. საარტილერიო და საჰაერო მხარდაჭერით აწარმოებს საბრძოლო მოქმედებებს სოფელ ლიმანის ტერიტორიაზე.

ბახმუტის მიმართულებით მტერმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარა კომიშუვახას, იაკოვლივკასა და ტროიცკის ტერიტორიებზე, წარმატებას ვერ მიაღწია და დანაკარგები განიცადა.

ავდიივკას მიმართულებით, მტერი არ წყვეტს თავდაცვის ძალების პოზიციებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან დაბომბვას ავდიივკას, პისკის, მარინკას, ორიხივისა და ნოვოსილკას დასახლებების რაიონებში.

ის იყენებდა თავდასხმის და სამხედრო თვითმფრინავებს კამიანკას, ავდიივკასა და ნოვომიხაილივკას რაიონებში.

საომარი მოქმედებების განსახორციელებლად და უკრაინის ტერიტორიაზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგების შესავსებად, რუსი ოკუპანტები აყალიბებენ სარეზერვო ნაწილებს სამხრეთ სამხედრო ოლქის შემადგენლობიდან,”- აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკსა და ლუგანსკში ოკუპანტების 9 თავდასხმა მოიგერიეს.

„განადგურდა 3 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა, 18 ერთეული ჯავშანტექნიკა, სპეციალური ჯავშანმანქანა და სხვა მანქანები. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ამ მიმართულებით გაანადგურეს 6 Orlan-10 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი ZALA,“- აცხადებენ გენშტაბში.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის