USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
უკრაინის ფინანსთა მინისტრი - სააკაშვილი შულერია დიდი გზიდან, ჩამოსული გასტერბაიტერი
თარიღი:  1070
უკრაინის ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს საჯაროდ მის კორუფციაში დადანაშაულების საპასუხოდ, „შულერს“ უწოდებს.

„შულერია დიდი გზიდან, ჩამოსული გასტერბაიტერი. ის ჩამოვიდა, რათა რაღაც იდეები განეხორციელებინა, რომლებიც არ მოუვიდა, ახლა კი ცდილობს თავის პრობლემებში ვინმე სხვა დაადანაშაულოს. მე ამომირჩია. მე ამას არ მოვითმენ. ამიტომ ვამბობ, რომ პირობითო ამხანაგო „ს“, გვიჩვენე, რა შეგიძლია. უკრაინაში უკვე გვაჩვენე გუბერნატორობა, ახლა კი უბრალოდ ცდილობ საპნის ბუშტის გაბერვას. შენ „ფეიკი“ ხარ, შენ ხარ „ფეიკისტორია“, შენ უბრალოდ ინფორმაციით გკვებავენ, რადგან, რატომღაც, მიიჩნევენ, რომ ხელზე უნდა გატარონ“, - განაცხადა მარჩენკომ.

 

სერგეი მარჩეკოს თქმით, ფინანსთა სამინისტროს დადანაშაულება კორუფციაში საბაჟოსთან დაკავშირებით არ არის ნორმალური, რადგან კონტრაბანდა უფრო მეტად სამართალდამცავ ორგანოებს ეხება.

„ისინი ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, რომ აი, მე ახლა გავხსნი უკრაინის საბაჟოს და ყველა კარგად იქნება, პირობითად. ისინი აკეთებენ ასეთ წინადადებებს ყოველგვარი მცირედი ანალიზის გარეშე. როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ისინი გვადანაშაულებენ იმაში, რომ ჩვენ კორუფციონერები ვართ. განა ეს ნორმალურია?“ - აცხადებს უკრაინის ფინანსთა მინისტრი.

ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ფინანსთა მინისტრი კორუფციაში დაადანაშაულა ტელეკომპანია „უკრაინის“ ეთერში გადაცემაში „სავიკ შუსტერის სიტყვის თავისუფლება“.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის