ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს ინტერვიუს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს უფროსთან, გენერალ კირილო ბუდანოვთან სათაურით „უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ შურს იძიებს რუსეთზე თავისი ცოლის მოწამვლის გამო“.
გენერალს ესაუბრებიან გაზეთის ჟურნალისტები დომინიკ ნიკოლსი, ელიოტ დეილი და ჯოშ ბორნი.
ექსკლუზიური ინტერვიუს პირველ ნაწილში კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები დიდ და განუზომელ სადაზვერვო დახმარებას უწევენ უკრაინას - ისინი აწვდიან მონაცემებს რუსეთის არმიის მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული რაკეტების თაობაზე, რომლებშიც განსაზღვრულია დრო და ადგილი.
უკრაინის ჯაშუშური სამსახურის უფროსმა, რომლის ოფისში ნახევრად სიბნელეა, შენობის ფანჯრები სილით სავსე ტომრებით არის ამოქოლილი, გალიაში კი კანარის ჩიტი მოჩანს (ალბათ, რუსების მიერ გაზით სავარაუდო შეტევის გამაფრთხილებლად), ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების სპეციალური სააგენტოები უკრაინას რუსი ჯაშუშების მოძებნასა და მიგნებაში ეხმარებიან. მისი თქმით, რუს ჯაშუშებს განსაკუთრებით აინტერესებთ დასავლეთის (ნატოს) ქვეყნების მიერ უკრაინისათვის გადაცემული იარაღი.
კითხვაზე - როგორ აფასებს იგი რუსეთის შიგნით პარტიზანების მოქმედებას - გენერალი ბუდანოვი, რომლის წინააღმდეგ თავდასხმის რამდენიმე მცდელობა იყო - პასუხობს, რომ დაზვერვა ომის დროს არამარტო მონაცემების შეკრებაზეა პასუხისმგებელი, არამედ მტრის ზურგში სპეციალური ოპერაციების ჩატარების თაობაზეც.
„მუშაობა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებთან - თქვენ შეგიძლიათ მათ პარტიზანები უწოდოთ - ეს ჩვენი ფუნქციების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ ვეხმარებით მათმხარს ვუჭერთ და ერთად ვმოქმედებთ... ზოგჯერ კი ვთხოვთ ზოგიერთი დავალების შესრულებასაც“, - აღნიშნავს ინტერვიუში კირილო ბუდანოვი.
გენერალმა ასევე თქვა, რომ მისი მეუღლის მარიანა ბუდანოვას ჯანმრთელობა თანდათან უმჯობესდება გასულ წელს მძიმე მეტალებით მოწამვლის მცდელობის შემდეგ, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, რუსეთის სპეცსამსახურებმა განახორციელეს.
კირილო ბუდანოვის თქმით, მან კარგად იცის, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მისი ცოლის მოწმავლის მცდელობის გამო, თუმცა დაამატა: „ასეთი საკითხების გადაწყვეტას დრო ჭირდება. დადგება მომენტი და ყველა გაიგებს, თუ რას ნიშნავს ჩვენი მოქმედება“.
წყარო: https://www.telegraph.co.uk/world-news/2024/02/22/ukraine-military-spy-chief-revenge-russia-defence-in-depth/
2025 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ დატვირთვა გაიზარდა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, რომ გასულ წელს ნავსადგურმა რეკორდული რაოდენობის საკონტეინერო ტვირთი დაამუშავა.
კომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 12 თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 636 466 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 17%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის 12 თვეში 545297 TEU კონტეინერი დამუშავდა, ხოლო 2023-ში 592 589 TEU კონტეინერი.
"ამ რაოდენობის ტვირთი ფოთის საზღვაო ნავსადგურს აქამდე არ დაუმუშავებია", - ნათქვამია APM Terminals-ის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 2025 წელს საკონტეინერო გემების მიღებაც 16%-ით გაიზარდა.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ გასულ წელს 362 საკონტეინერო გემი მიიღო, 2024 წელს - 313, ხოლო 2023 წელს 330.
რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წელს 243 048 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 1%-ით დაბალი მაჩვენებელია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. 2024 წელს ეს რაოდენობა 245 748 ტონას შეადგენდა, 2023-ში 302763.
საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წელთან შედარებით მომატებულია. 2025 წელს 164 631 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 157 894 ტონა, 2023 წელს 96 434 ტონა 2025 წელს, კომპანიის მიერ დამუშავდა 18 871 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 18509 მანქანიანი კონტეინერი.
ჯამში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიერ 2025-ში დამუშავდა 73 864 ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 73783 ავტომობილი.
წყარო:https://bm.ge/