USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახური სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის თანამდებობებიდან გადაყენებას ცდილობს
თარიღი:  465

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს და რუსული არმიის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის თანამდებობებიდან გადაყენებას ცდილობს.

ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელი, ანდრეი ჩერნიაკი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კრემლში შიდაპოლიტიკური ბრძოლა პიკს აღწევს.

„უკრაინის დაზვერვა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეცვლის მცდელობებს ადასტურებს. ეს შიდა კონფლიქტი გრძელდება და გამარჯვებული მხოლოდ და მხოლოდ ერთი მხარე შეიძლება გამოვიდეს. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რომელი მხარე გამოვა გამარჯვებული", - განაცხადა ჩერნიაკმა.

მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურსა და რეგულარულ არმიას შორის კონფლიქტი ევგენი პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ გამწვავდა.

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის