USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Тбилиси
უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის თავდაცვა გაარღვიეს
дата:  494

უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის თავდაცვა გაარღვიეს, - აღნიშნულია განცხადება CNN-თან ინტერვიუში უკრაინის ჯარების ოპერატიული-სტრატეგიული დაჯგუფების „ტავრიის“ მეთაურმა, ოლექსანდრ ტარნავსკიმ გააკეთა.

სამხრეთის ფრონტზე უკრაინული ჯარის კონტრშეტევის მეთაურმა, უახლოეს მომავალში უფრო დიდი გარღვევაც დააანონსა.

„ვერბოვოესთან, მარცხენა ფლანგზე გარღვევა გვაქვს და ვაგრძელებთ წინ სვლას. იმდენად სწრაფად არა, როგორც მოსალოდნელი იყო და რასაც ომზე ფილმებზე აჩვენებენ ხოლმე... მთავარია - ინიციატივა არ დავკარგოთ", - განაცხადა ტარნავსკიმ.

CNN-ი აღნიშნავს, რომ რუსული მხარე სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებს, მაგრამ ვიდეომასალა ადასტურებს იმას, რომ უკრაინელებმა სოფელ ვერბოვოესთან რუსული თავდაცვის მნიშვნელოვანი მონაკვეთი ნამდვილად გაარღვიეს.

აღნიშნული დასახლებული პუნქტი 2022 წლის თებერვლიდან ოკუპირებული იყო.

Тбилиси
მერი - „ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება, ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის - როცა სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება საცურაო აუზი

„ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება. ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის, არც თქვენი - როდესაც სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება „ლაგუნა ვერე“, საცურაო აუზი. მე თუ მკითხავთ, როგორც დედაქალაქის მერს, საერთოდ არაფერი არ ესაქმება იქ საცურაო აუზს, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი გახლავთ კონკრეტული გზის მონაკვეთი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძემ ასევე, უპასუხა კითხვას, „ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებას „თან ბევრი სირთულე ახლდა და ახლა, ის უკვე ბოლოშია გასული“.

„ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება. ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის, არც თქვენი. ეს არის კერძო საკუთრება. რა დაპირებაზე მესაუბრებით? ჩვენი დაპირება იყო, რომ იქ, როდესაც სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება „ლაგუნა ვერე“, საცურაო აუზი. მე თუ მკითხავთ, როგორც დედაქალაქის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, საერთოდ არაფერი არ ესაქმება იქ საცურაო აუზს, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი გახლავთ კონკრეტული გზის მონაკვეთი.

არ ვიცი, დაველოდოთ, როდესაც კერძო მესაკუთრე განახორციელებს პროექტს. ხელშეკრულებაში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ აღნიშნული საცურაო აუზი უნდა იყოს შენარჩუნებული.

რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროს, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ უდიდესი პრობლემა იყო, სერიოზული გამოწვევა. აქაც, არ არსებობს კომპანიები საქართველოში. გვაქვს სერიოზული პრობლემა, გამოწვევა.

სერიოზული გამოწვევა გვაქვს მუშახელთან დაკავშირებით. პროექტი, რა თქმა უნდა, უკვე ბოლოშია გასული და უახლეს მომავალში მთლიანად დამთავრებული და მოწესრიგებული იქნება. უამრავი გამოწვევა ახლდა თან ამ პროექტს. ჯერ ერთი, კომპანიები პასუხისმგებლობას არ იღებდნენ იმიტომ, რომ იმ უბედურების გამო, რაც მოხდა, ყველა შეშინებული იყო და არავის არ ჰქონდა სურვილი, მონაწილეობა მიეღო ამ პროექტის განხორციელებაში. მოგვიწია უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა, დეტალურად შესწავლა თვითონ გვირაბის, რა მდგომარეობა იყო, წყლები საიდან შემოდიოდა, როგორ უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის არიდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

более
голосование
Кстати