USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ გაანადგურეს
Date:  

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ გაანადგურეს.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ქვედანაყოფებთან ერთად გაანადგურეს ოკუპანტების დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ ალუპკის მახლობლად იმყოფებოდა“, - აღნიშნავენ უწყებაში.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ინფორმაციით, „ცეზარ კუნიკოვი“ 112 მეტრის სიგრძის გემია, რომელიც საარტილერიო დანადგარებითაა აღჭურვილი და მისი ეკიპაჟი 87 ადამიანისგან შედგება.

tbilisi
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

See all
Survey
By the way