USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
უკრაინელებმა რუსეთის სადაზვერვო ბრიგადის მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს
Date:  511

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი სადაზვერვო ბრიგადის მეთაურის, პოლკოვნიკ მაქსიმ ხარლამოვის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერ ანატოლი სტეფან „შტირლიცზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, 2023 წლის 4 ივნისს მტრის მეთაური „წარმატებით იქნა დემილიტარიზებული“.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საუბარია ნიჟნი ნოვგოროდის 96-ე ცალკეული სადაზვერვო ბრიგადის მეთაურზე.

ცნობისათვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან უკრაინელებმა 237 680 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way