USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წელი გავიდა
თარიღი:  631

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების ბრძანება გასცა და რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას ვლადიმერ პუტინი ელოდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიას რამდენიმე დღეში დაიკავებდა, ამის ნაცვლად, უკრაინის კონტრშეტევის წყალობით, ბრძოლა უკვე სამი წელია გრძელდება. ომის დაწყებისას უკრაინამ შეაჩერა ჯარები დედაქალაქ კიევთან და მოგვიანებით მოიპოვა გამარჯვებები ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვისა და სამხრეთ ხერსონის რეგიონებში. მაგრამ მან ასევე განიცადა დიდი დანაკარგები დონეცკისა და ბახმუტის გარშემო აღმოსავლეთ ტერიტორიებზე.

სამი წლის განმავლობაში გაეროს მიერ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში დაიღუპა 12 600-ზე მეტი და დაშავდა 29 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი. რეალურად მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან არ არსებობს მონაცემები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ.

უკრაინის ხელისუფლების თანახმად, სამი წლის განმავლობაში რუსეთთან ომში დაიღუპა 46 000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი. ეს 2025 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა ტელეკომპანია NBC News-სთან ინტერვიუში.

რუსეთმა ოფიციალურად ბოლოს 2022 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ უკრაინაში 6 ათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა. სამი წლის განმავლობაში დაღუპული 95 026 რუსი სამხედროს ვინაობა საჯარო წყაროების მიხედვით დაადგინეს BBC-ს რუსულმა სამსახურმა და გამოცემა „მედიაზონამ“. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მედიასაშუალებების მიერ ნეკროლოგების, სასაფლაოების და სამხედრო მემორიალების კვლევის საფუძველზე დადგენილი რიცხვი დაღუპულთა რეალური რაოდენობის 45-65%-ია.

უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს 2024 წლის დეკემბერში აღრიცხული ჰყავდა ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული 3,6 მილიონი მოქალაქე.

გაეროს მონაცემებით, 2025 წლის იანვრისთვის მსოფლიოში რეგისტრირებული იყო თითქმის 6,9 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი, მათგან 6,3 მილიონი - ევროპის ქვეყნებში. ომის დაწყებამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონზე მეტი იყო.

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში დაზიანებული, ან დანგრეულია სახლების 10%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ სულ მცირე 2 მილიონი ადამიანი ადეკვატური საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ომის განმავლობაში დაზიანდა, ან დაინგრა 3600-ზე მეტი სკოლა და უნივერსიტეტი. გაეროს ცნობითვე, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება 12,7 მილიონ ადამიანს.

კიევის ეკონომიკის სკოლა, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის ეკონომიკურ დანაკარგებს აღრიცხავს, აღნიშნავს, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყნის ინფრასრუქტურისთვის მიყენებული ზიანი 170 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ საცხოვრებელი ფონდი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.

 

 

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის