USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი დაიღუპა
дата:  1479

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი დაიღუპა.

 საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ.

მათივე ცნობით, ყველა შესაბიმისი პროცედურა განხორციელდება.

2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати