USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
უკრაინაში დაღუპული ორი მებრძოლი - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
Date:  347

უკრაინაში დაღუპული ორი მებრძოლი - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულთა ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

მალხაზ კვიჟინაძისა და ჯონი ოდიშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 25 ივნისს გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way