USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
უკრაინამ რუსეთის მოროზოვსკის სამხედრო ავიაბაზაზე დიდი თავდასხმა განახორციელა, განადგურებულია 6 სამხედრო თვითმფრინავი
თარიღი:  362

უკრაინამ როსტოვის ოლქში, რუსეთის მოროზოვსკის სამხედრო ავიაბაზას შეუტია და ექვსი რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა, - ამის შესახებ Reuters-ს წყარომ განუცხადა, რომელიც უკრაინის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელია.

სააგენტოს წყაროს თქმით, თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინელი სამხედროების ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა.

Reuters-ის წყაროს არ დაუკონკრეტებია, როგორ განხორციელდა თავდასხმა, მაგრამ აღნიშნა, რომ კიდევ რვა სამხედრო თვითმფრინავი დაზიანდა.

ცნობისთვის, დღეს რუსულმა მედიამ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ღამით 53 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მათი უმეტესობა როსტოვის ოლქის თავზ

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის