USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
უკრაინამ პირველად გამოიყენა დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე
дата:  496

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენა ამერიკული რაკეტა ATACMS რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთი ობიექტი დაბომბა. უკრაინის სამხედრო პირების განცხადებით, დაბომბვა შედეგიანი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ბრიანსკის ოლქში ქალაქ კარაჩევში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრი დაბომბეს. თუმცა მაშინ არ კონკრეტდებოდა, თუ რა იარაღით დაიბომბა საწყობი.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ნება მისცა, რომ მან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ჭურვები რუსეთის კურსკის ოლქის დასაბომბად გამოიყენოს.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати