ბოლო მონაცემებით, რუსების სამხედრო დაჯგუფებებმა ქ.ბახმუტის ირგვლივ რამდენიმე მიმართულებით შეძლეს წინსვლა, განსაკუთრებით ჩრდილოეთიდანაა სახიფათო მათი აქტიურობა.
რუქაზე ნაჩვენები 1-ლი და მე-2 გზებით მარაგდება ბახმუტის დაჯგუფება. თუ 1-ლი გზაზე რუსების საცეცხლე კონტროლი დამყარდება. მაშინ ძალიან გაჭირდება ქალაქის შენარჩუნება. მე-2 გზასთან რუსების შეტევა უკრაინელებმა შეაჩერეს, მაგრამ ისინი მაინც ძალიან ახლოს არიან ამ საგზაო არტერიასთან.