USD 2.6936
EUR 3.1464
RUB 3.5993
Тбилиси
უკრაინა არ დათმობს იმ გამაგრებულ ქალაქებს დონეცკის ოლქში, რომლის ასაღებადაც რუსები ასიათასობით ადამიანს ახოცავენ და ჯერაც ვერ დაუკავებიათ - გიორგი კობერიძე
дата:  
ამ ეტაპზე, მოცემული რეალობის გათვალისწინებით, უკრაინა არ მოაწერს არავითარ იმგვარ სამშვიდობო შეთანხმებას ხელს, რომელიც სინამდვილეში სხვა არაფერი იქნება თუ არა კაპიტულაცია. უკრაინა არ დათმობს იმ გამაგრებულ ქალაქებს დონეცკის ოლქში, რომლის ასაღებადაც რუსები ასიათასობით ადამიანს ახოცავენ და ჯერაც ვერ დაუკავებიათ. მათ დათმობას ვინც დაიწყებს სამხედროები დაამხობენ კიდეც. უკრაინას საკმაოდ მაღალგანვითარებული საშუალო და საშუალო-მაღალი რანგის ოფიცრობა ჰყავს, რომელიც კაპიტულანტურ პოლიტიკურ მაქინაციებს ადვილად არ დაჰყვება.
 
უკრაინამ რამე რომ დათმოს რუსეთი ამ ახალ მიღებულ მიწებზე არ გაჩერდება, და ადრე თუ გვიან მაინც განაახლებს საბრძოლო მოქმედებებს ამ ახალი, გაუმჯობესებული პოზიციებიდან. ან ჰიბრიდულ-პოლიტიკური გზებით - კრიზისებით, დესტაბილიზაციით, მოსყიდვით, დაუმორჩილებლობით - შეეცდება კიევში ძალაუფლებაში მოსვლას და ქვეყნის ბელარუსიზაციას. ეს რომ სამხედრო ელიტამ კარგად იცის, ამიტომაც არ დასთანხმდება იმ პოლიტიკოსს, ვინც არ უნდა სცადოს ხელმოწერა. ეს რომ ოფიციალურმა კიევმაც იცის, ამიტომაც არ და ვერ მოაწერს კაპიტულაციას ხელს, სულ რომ მართლა უნდოდეს ვინმეს, თუმცა საბედნიეროდ არავის არ უნდა, ჰიპოთეტურადაც კი. ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ახლა ტენდენციაც არაა ისეთი, რომ ვინმეს მართლა უნდოდეს ხელის მოწერა და სამხედროების შიშით ვერ აწერდეს ხელს.
 
სიტუაცია თუ შეიცვლება და რომელიმე მხარე სამხედრო კატასტროფის წინაშე დადგა, მაშინ შეიძლება დამოკიდებულება შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე არცერთი მხარე არაა მზად კაპიტულაციისათვის ან მასთან მიახლოებული შედეგისატვის. ის კი არა, მიმდინარე რეალობაში, ცეცხლის დროებითი შეწყვეტისათვისაც კი არ არის მზად რუსეთი.
 
რაც შეეხება ტრამპს: მისი მმართველობა რომ არასანდო და არაპროგნოზირებადია ეს უკვე ვიხილეთ. მის პოლიტიკურ კლანში (პირველ რიგში პერსონალურ გარემოცვაზე მაქვს საუბარი და არა ადმინისტრაციაზე) რომ ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც კიევს პოზიტიური თვალით არ უყურებს, ესეც ცხადია. იგივე მისი შვილი, დონალდ ტრამპ ჯუნიორი, საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულებისაა უკრაინისადმი, ისევე როგორც MAGA-ს მხარდამჭერების ძველი გვარდია. მაგრამ შიდა პოლიტიკურ-ადმინისტრაციული აზრთა სხვდასხვაობა და წინააღმდეგობა ტრამპს რომ პოზიციებს აცვლევინებს ესეც ნათელია. თუმცა, საბოლოო სიტყვა მაინც ტრამპს ეთქმის, რომელიც საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით თანმიდევრული არასდროსაა და პერსონალური პრიზმა აქვს მომარჯვებული.
 
ამ ფონზე, ევროპის აქტიური მილიტარიზაცია, რომელიც წინააღმდეგობების მიუხედავად მიმდინარეობს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხოლო უკრაინაში სამხედრო მორალის ამაღლებაა საჭირო. ამისათვის კი უკრაინას მეორე ფრონტზე - კლანებისა და კორუფციის წინააღმდეგ - უწევს გალაშქრება. სინამდვილეში ფრონტის ეს ხაზი არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც სამხედრო ხაზი დონეცკის ოლქში.
мир
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати