USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
უკრაინა - ვოლჩანსკში ასობით რუსი ჯარისკაცი ალყაშია, მათი ბედი უცნობია
თარიღი:  
ვოლჩანსკში ასობით რუსი ჯარისკაცი ალყაშია, მათი ბედი უცნობია.
 
პირველ რიგში, "მოსკოვის მებრძოლებს" უნდა აეღოთ ეს ქალაქი, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი უფრო და უფრო შორდებიან ამ მიზანს.
 
ვოლჩანსკში ალყაში მოქცეული რუსი სამხედროებისთვის, რომელთა შესახებ ბოლო დღეების ცნობების შემდეგ განთავისუფლება რამდენჯერმე ჩაიშალა, სიტუაცია სულ უფრო მეტად უარესდება. შაბათს საღამოს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ბომბების ჩამოყრა იმ ქარხნის შენობებზე, რომელშიც ნათქვამია, რომ 400-მდე რუსი ჯარისკაცი იყო ჩაფლულ-ჩამალული.
 
როგორც ამბობენ, უკრაინელთა წარმატების მიზეზი არის ახლად მიწოდებული ამერიკული საბრძოლო მასალა ( GBU-39 SDB I-ის ტიპის GPS/LASER-ით მართვად საავიაციო ბომბი), რომლებსაც უკრაინელთა სამხედრო თვითმფრინავები ზემოხსენებულ ქალაქში ოკუპანტების პოზიციებზე ინტენსიურად ყრიან .
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის