USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
უკრაინა - 5 გუბერნატორმა და პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკომ თანამდებობები დატოვეს
дата:  206

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის ხუთი ოლქის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიევის, სუმისა და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების თანამდებობებიდან გათავისუფლებაზე თანხმობა გასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კერძოდ, თანამდებობას ტოვებენ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო, ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი, კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება, სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრო ჟივიცკი და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი.

ამასთან, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რამდენიმე მინისტრის მოადგილე: თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვიაჩესლავ შაპოვალოვი, ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილე ივან ლუკერა, სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე ვიტალი მუზიჩენკო, მინისტრის მოადგილე თემებისა და ტერიტორიების განვითარების საკითხებში ვიაჩესლავ ნეგოდა, უკრაინის საზღვაო და შიდა წყლის ტრანსპორტისა და გადაზიდვების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, ანატოლი ივანკევიჩი და ვიქტორ ვიშნევი.

თანამდებობა დატოვა პრეზიდენტის ოფისი უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკომაც.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати