USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
უხვი ნალექის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმით მუშაობენ
თარიღი:  323

უხვი ნალექის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმით მუშაობენ. სამი დღის განმავლობაში უწყვეტად იწმინდება გზები დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იყრებოდა ტექნიკური მარილი ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე. სამუშაო პროცესში ჩართულია 100 ერთეულზე მეტი სპეცმანქანა და 400-ზე მეტი თანამშრომელი.

„თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად, მობილიზებულები არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი და უბნების შემოვლა. საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ „თბილსერვი

მსოფლიო
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის