USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ხვალ, პარლამენტთან ღამის გათენებას აანონსებენ
Date:  672

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ხვალ, პარლამენტთან ღამის გათენებას აანონსებენ, რათა ორშაბათს, 13 მაისს დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შესაძლებლობა არ მისცენ.

აღნიშნულის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს. ამასთან, სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ უკვე გამოქვეყნდა შესაბამისი ინფორმაციაც, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ხვალ, 22:00 საათზე შეკრება იგეგმება.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way