USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Tbilisi
უხანში კორონავირუსის ადგილობრივი გადაცემის შვიდი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის პერიოდში პირველად მოხდა
Date:  412

ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსზე ტესტს მთელ მოსახლეობას ჩაუტარებენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქალაქში კორონავირუსის ადგილობრივი გადაცემის შვიდი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის პერიოდში პირველად მოხდა. დაინფიცირების შემთხვევების ზრდას ვირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს კორონავირუსის პირველი შემთხვევა უხანში აღმოაჩინეს. ჩინეთში ბოლო 10 დღის მანძილზე კორონავირუსით დაინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების უმეტესობა ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში - ჰენანის, ჰუბეის, ჰუნანისა და იანგშუს პროვინციებში დაფიქსირდა.

კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღის შეჩერების მიზნით ჩინეთის ხელისუფლებამ რეგიონებს შორის გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა.

tbilisi
ვაზისუბნის დასახლებაში, ნოე რამიშვილის ქ. N22-26-ის მიმდებარედ, 2 300 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია დაასრულდა
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის დასახლებაში, ნოე რამიშვილის ქ. N22-26-ის მიმდებარედ, 2 300 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.
 
ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
 
„მიხარია, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება. არაფერი არ უხდება ჩვენს ქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეების არსებობა. ჩვენი მიზანია, რომ ყველა უბანში შევიდეთ და მსგავსი პროექტები განვახორციელოთ. ადგილობრივ მოსახლეობას მადლობას ვუხდი, რადგან მათი ჩართულობით მოხდა უსახური ფარეხების დაშლა, შემოღობვების დემონტაჟი. შედეგად, მოეწყო მოსასვენებელი პავილიონები, ატრაქციონები, განათებები, სარწყავი სისტემები და ა.შ. როდესაც ვსაუბრობთ სიცოცხლით სავსე ქალაქზე, სწორედ ეს არის - პარკები და სკვერები ყველა თაობის ადამიანითაა სავსე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდა განათების ქსელი ლედ სანათებით, ტერიტორია მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.
 
გარდა ამისა, სკვერის ტეროიტორიაზე მოეწყო მინი საფეხბურთო მოედანი, ველობილიკი და საპარკინგე სივრცე. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა.
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 703 508 ლარით დაფინანსდა.
 
თბილისის მერთან ერთად ადგილზე ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი და პარლამენტის დეპუტატი ნიკოლოზ ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way