USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
უკაცრავად მეგობრებო, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა: კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი, თუ ამის გამო უნდათ, აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ - პრემიერი
თარიღი:  479

ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის და ვისაც ჩვენი ხალხის დაჩაგვრა უნდა, მათ ჩვენ ათმაგად მივუზღვევთ მათ, ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც „ ევროპის სოციალისტურ პარტიის“ დატოვება შეაფასა.

„ევროპელი სოციალისტების გაერთიანებაში ჩვენ 2015 წლიდან ვართ არა წევრის, არამედ დამკვირვებლის სტატუსით. ჯერ 8 წელი დამკვირვებელი იყო, რა უბედურებაა, მაგრამ გვერდზე გადავდოთ ეს საკითხი. ეს პარტია ნელ-ნელა ტრანსფორმირდა და ჩვენი გზები გაიყო იდეოლოგიურ ნაწილში, მათ პოლიტიკაში, მათ განცხადებებში, მათ მხარდაჭერაში. ნული მხარდაჭერა. სამარცხვინო და უსამართლო რეზოლუციები, რომ მიიღო ევროპარლამენტმა და ჩაგვიწერეს, რომ თურმე ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრობლემას წარმოადგენს, კაცი, რომელმაც ეს მშვიდობა მოიტანა და ქვეყანა გადაარჩინა და კაცი, რომელმაც ოკუპაცია მოუტანა ქვეყანას, რუსის ჯარი დააბრუნა და ათასი უბედურება დამართა ქართველ ხალხს, აწამა, გააუპატიურა და დატანჯა, თურმე ეს არის უსამართლობა, ასეთ უმსგავსო რეზოლუციას დაუჭირეს მხარი 30%-მა. მაშინ გაჩნდა პირველი ბზარი და მანამდეც დაწყებული იყო. დაწერეს იქვე გვარამია, კეზერაშვილი, მძარცველი კაცი, რომელმაც მთელი ევროპა გაუძარცვა, პენსიონერები გაძარცვა და კიდევ კეზერაშვილს იცავენ და კიდევ ერთი ფაქტი მინდა მოგიყვანოთ. ვინ იყო ინიციატორი ამ ანტიქართული რეზოლუციის?! „IPP“, ანუ ამ „ნაცმოძრაობის“ პარტია. მაშინ, როდესაც ევროპას უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება და ჩვენთვის უნდა მიენიჭებინა სტატუსი, რეალურად ანტისაწინააღმდეგო რეზოლუციას დაუჭირა მხარეს მხარი.

მე წავედი ამერიკული რესპუბლიკური პარტიის შეკრებაზე უნგრეთში, სადაც ამერიკის პრეზიდენტები და კონგრესმენები დადიან და დაგმეს ჩემი მონაწილეობა, ორი განცხადება მიუძღვნეს, რომ როგორ გავბედე თურმე, თქვეს, რომ ანტი-ლგბტ ფრაზები გამოიყენეო. უკაცრავად მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა - კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ ამის გამო მათ უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ - კარგად იყვნენ, წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ სხვა პარტიებთან გვექნება კონსულტაციები, სხვა პარტიებთან დავპარტნიორდებით, ამიტომ აქ არაფერი არ ხდება. ჯერ როგორ შეიძლება ეს დამოკიდებულება, შეურაცხმყოფელია ეს დამოკიდებულება, თუ პარტნიორები ვართ, თუ რაღაც კოლეგიალობაზეა საუბარი, გავისაუბროთ, ვილაპარაკოთ, ამიტომ ეს იყო მიუღებელი.

ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის და ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრდა ჩვენ ათმაგად მივუზღვევთ მათ, ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის