USD 2.6710
EUR 2.8387
RUB 2.8423
Тбилиси
უილიამ შტრაუსი და ნილ ჰოუ - " თაობათა თეორია "
дата:  680

" თაობათა თეორია " თაობათა თეორია არის უილიამ შტრაუსისა და ნილ ჰოუს მიერ შემუშავებული თეორია, რომელიც აღწერს თაობათა განმეორებად ციკლებს, მათ შორის განსხვავებებსა და ურთიერთდამოკიდებულებებს. თეორიაზე , შტრაუსმა და ჰოუმ პირველად 1991 წელს ისაუბრეს , როდესაც გამოქვეყნდა მათი ერთობლივი წიგნი, "თაობები," («Generations»), რომელიც ასახავს აშშ-ს ისტორიას 1584 წლიდან, მაგრამ აღაწერს ისტორიულ მოვლენებს არა ისტორიული მეცნიერებების კონტექსტში, არამედ ისტორიული მოვლენების გასაგებად და აღსაწერად იყენებს თაობათა განზოგადებულ, მაგრამ ინდივიდუალურ მახასიათებლებს. ზუსტად ამ ნაშრომით პირველად გახდა შესაძლებელი თაობათა კლასიფიცირება ჩუმ თაობად (1928-45), ბუმერებად (1946-64), თაობა იქსად (1965-80), მილენიუმის თაობად (მილენიალებად 1981-96), თაობა ზეტად (1997-2012 ზუმერებად) და თაობა ალფად (2010-20)

შტრაუსისა და ჰოუს აზრით ადამიანის ცხოვრება იყოფა ოთხ ძირითად ეტაპად და ყოველი მათგანი მოიცავს ცხოვრების 20 წელს:

1) ბავშვობა (დაბადებიდან - 20 წლამდე)

2)ახალგაზრდობა (20-40 წლამდე)

3) შუა ასაკი (40-60 წლამდე)

4) სიბერე (60-80 წლამე)

 აქ საჭიროა მცირე ნიუანსების დაჭერაც, მაგალითაც კლასიფიცირება ანუ თაობათა ამგვარი დაყოფა პირობითია და ცხადია რომ მაგალითად 1992 წელს დაბადებული ადამიანი, რომელიც წესით მილენიალად უნდა ჩავთვალოთ, სინადმვილეში მენტალური თვალსაზრისით გაცილებით უფრო ახლოს დგას 1997 წელს დაბადებულ ჯენზი თაობასთან ვიდრე იგივე 1980 წელს დაბადებულ მილენიალთან. ამ კლასიფიკაციის თანახმად თაობის სულისკვეთების გასაგებად საჭიროა ათვლის წერტილად ავიღოთ არა ინდივიდის დაბადების წელი, არამედ ის თუ ამ ინდივიდის ბავშვობა ანუ ცხოვრების პირველი ეტაპი (დაბადებიდან -20 წლამდე), თაობათა რომელ კატეგორიაზე მოდის. მაგალითად 191-95 წწ. დაბადებული უფრო ზუმერი იქნები, ვიდრე მილენიალი, მიუხედავად იმისა რომ დაბადების წელი მილენიუმის თაობისას ემთხვევა.

 თაობათა თეორიის მიხედვით პირველი დიდი უფსკრული გვიანდელ მილენიალებსა და თაობა იქს შორის გაჩნდა, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა (დავარქვათ ამ მოვლენას ტექნოლოგიური რევოლუცია) ერთ-ერთ მთავარ განმასხვავებლად და მილენიალებსა და თაობა იქს შორის მთვარი კონფლიქტის წარმოშობის მიზეზად მიიჩნევა ე.წ. "მამის ინსტიტუტის" როგორც ავტორიტეტეტული ინსტიტუტის გაუქმება.

 " თაობა X და მილენიუმის თაობის წარმომადგენლები განსხვავებულად აღიქვამენ სხვა ადამიანების ზემოქმედებასა და გავლენას. მილენიალების თაობა მიდრეკილია კრიტიკულად შეაფასონს ავტორიტებები, მაშინ როცა X თაობა უსიტყვოდ ითვალისწინებს მათ აზრს. ვილიამ შტრაუსისა და ნეილ ჰოვეს თეორიის თანახმად, საკმაოდ დიდი მსგავსებაა X და მილენიუმის თაობებს შორის, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს მათი განმასხვავებელი ნიშან-თვისებები: X თაობა (1961-1981) აღიზარდა წარუმატებელი ქორწინებებისა და სკოლების პერიოდში, როდესაც ნაციისათვის ბავშვების კეთილდღეობამ მიაღწია უმდაბლეს პრიორიტეტს. ამ პერიოდის ფონზე, ისინი გაიზარდნენ როგორც არასათანადოდ დაცულები და ყურადღება მოკლებულნი. შესაბამისად მათში გამოვლინდა ისეთი თვისებები, როგორიც არის დამოუკიდებლობა, თვით-კმაყოფილება, გამჭრიახობა. მათ აქვთ მაღალი პასუხისმგებლობა, ისინი უსმენენ და ზედმიწევნით ასრულებენ ავტორიტეტების მითითებებს.

თავის მხრივ, მილენიუმების იგივე Y თაობა არიან პრაგმატისტები, კარიერისტები და სკეპტიკოსები. მათ არალოიალური დამოკიდებულება აქვთ ავტორიტეტების მიმართ. ხშირად მიგრირებენ ერთი ქვეყნიდან მეორეში, ერთი სამსახურიდან სხვაში და არ არიან პატრიუტული აღტყინებით მიჯაჭვული ერთ რომელიმე ქვეყანას, რაც მათ ძლიერ განასხვავებთ იქს თაობისგან. ამის გამომწვევ მიზეზად დასახელებულია სწავლა-განვითარების შესაძლებლობის ხელმისაწვდომობა. ისინი ასევე ნაკლებად არიან მიჯაჭვულნი ერთ ორგანიზაციას და ამჯობინებენ საკუთარი თავისთვის მუშაობასა და პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის ბალანსს. მათი მთავარი სამიზნე და ინტერესის სფერო არის დავალება და არა ორგანიზაცია/კომპანია/ფირმა. ისინი არიან იდეალისტები. აქვე უნდა გამოიყოს ფინანსური მხარეც, რომელსაც ისინი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტს ორგანიზაციას არ მიაკუთვნებენ, მიჯაჭვულნი არიან უშუალოდ ინდივიდზე და მათგან მოითხოვენ ემპათიასა და ხშირ კომუნიკაციას. საკომუნიკაციო საშუალებებიდან იყენებენ სოციალური ქსელსა და მასთან გათანაბრებულ პროგრამებს, რაც ასევე განასხვავებთ მათ თაობა იქსისგან, რამეთუ თაობა იქსი პირად და ვიდეო ჩატებს, ყოველთვის ამჯობინებს პირად კომუნიკაციას ინდივიდებთან.

 

ჯენზი თაობას კიდევ რადიკალურ თაობასაც ეძახიან, მათ მილენიალების თითქმის ყველა თვისებას დაესესხნენ, მაგრამ აიყვანეს იგი აბსოლუტში. ჯენზი თაობისთვის არათუ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, არამედ იგი აბსოლუტურად სულერთია, თუ ამ კომუნიკაციის ხარისხი ორივე მხარისთვის არ იქნა დამაკმაყოფილებელი. იქ სადაც მილენიალი ბალანსირებას ამჯობინებს, მაგალითად ტექნოლოგიებთან მიმართებით. თუ მილენიალი სიამოვნებით ჩატაობს, მაგრამ ასევე სიამოვნებით ხვდება მეგობრებს, ჯენზი უპირატესობას ჩატს მიანიჭებს და პირად შეხვედრებს იმ დროისთვის მოიტოვებს, როცა მართლა ექნება შესაბამისი განწყობა. განსხვავებით მილენიალებისგან ჯენზი თაობა ჩაციკლულია საკუთარ მოთხოვნილებებზე, გრძნობებსა და წარმოდგენებზე. ეგოცენტრიზმი აყვანილი ჰყავთ აბსოლუტში, თუმცა პარფადოქსულია ის რომ ჯენზი თაობა ყველა წინა თაობაზე გაცილებით უფრო ემპათიურია ინდივიდების მიმართ, რომლებიც ამ ემპათიას საჭიროებენ. ჯეზი თაობისთვის მნიშვნელოვანია ის, და მხოლოდ ის რაც მართლა მნიშვნელოვანია. განსხვავებით მილენიუმის თაობისგან იგი არ წავა კომპრომისზე და არ იმუშავებს ფირმაზე/კომპანიაზე მხოლოდ ფულის გამო. აქაც თაობის აბსოლუტიზმი იჩენს თავს, ჯენზი თაობისთვის პირადი კომფორტი ყოველგვარ მატერიალურ ფასეულობებზე გაცილებით უფრო პრიორიტეტულია.

культура
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати