USD 2.7321
EUR 3.1564
RUB 3.4510
Тбилиси
უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
дата:  1006
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით მოეწყო შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ხალხური რეწვის ოსტატებისა და მცირე მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და შიდა ქართლში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, სახელმწიფოს რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება, 40 წელზე მეტია, აღნიშნავს.
мир
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати