USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Tbilisi
უძრავი ქონება - ქირის ფასი ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდა, შემდგომი გაიაფება ნაკლებად მოსალოდნელია
Date:  693

უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილში აცხადებენ, რომ ქირის ფასის შემცირების ძირითადი მიზეზი მიგრაციის ეფექტის მილევაა.

საქმე ისაა, რომ თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირა კლების ტენდენციას აგრძელებს. ივნისში დედაქალაქში ბინების საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურად 11%-ით შემცირდა და 1 კვ.მეტრზე 10.4 დოლარი შეადგინა.

როგორც BMG-სთან კომპანია „თბილი სახლის“ მმართველი პარტნიორი და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი აცხადებს, ქირის ფასი თავის ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდა. ბესიკ ქავთარაძის განცხადებით, გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე ფასის კლება უფრო მეტად შესამჩნევი გარეუბნებშია.

მისივე შეფასებით, სამომავლოდ ქირაზე ფასის მკვეთრი კლება მოსალოდნელი არაა.

“ჩვენ ვნახეთ, რომ 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას კოლოსალურად გაიზარდა {თბილისში] იჯარის ფასი. ამ ეტაპზე შემცირებულია მიგრაციის ეფექტი, შემცირებული კი არა, ფაქტობრივად გამქრალიც არის. ვიღაცები თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ, ვიღაცებმა გადაწყვიტეს სხვა ქვეყანაში წასვლა და გამომდინარე აქედან, ფასები უფრო ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდა. რეალურად რაც არის საბაზრო ღირებულება, ამ ფასს დაუბრუნდა [გასაქირავებელი უძრავი ქონება].

უბნების მიხედვით რომ ვისაუბროთ, ცენტრალური უბნები და პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელი მიმართულება მაინც ინარჩუნებს [მაღალ] ფასებს. მაგალითად, საბურთალოზე 14-18$-მდეა ერთი კვადრატულ მეტრი პრემიუმ ხარისხის სახლის ქირის ფასი. თბილისის შემოგარენში, გარეუბანში შედარებით დაწეულია ფასები, დაახლოებით 7-9$-ის დიაპაზონში მერყეობს და ესეც მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარეა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ [ქირაზე] ახლა მოთხოვნა სტაბილურია და ნელ-ნელა ქართველ მომხმარებელს უბრუნდება ბაზარი.

რაც შეეხება მოლოდინებს, არ მგონია, რომ ქირაზე ფასის კლება გაგრძელდეს და ის 2022 წლამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდეს. დღეს თავად უძრავი ქონების შექმნა საკმაოდ გაძვირებულია. პირველად დეველოპერულ ბაზარზე საკმაოდ მაღალია კვადრატული მეტრის ფასი. აქედან გამომდინარე, მეორადი უძრავი ქონება მიყვება პირველად უძრავ ქონებას და შესაბამისად, [ქირის] ნაწილში ალბათ არ არის მოსალოდნელი შემდგომი გაიაფება”, - განაცხადა ბესიკ ქავთარაძემ.

წყარო:https://bm.ge/

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way