USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Tbilisi
ტყვიის მსროლელი მარიამ ფროდიაშვილი ევროპის ჩემპიონია
Date:  854

უნგრეთის ქალაქი დიორი 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. გოგონათა შორის ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა მარიამ ფროდიაშვილმა.

ქართველმა ტყვიის მსროლელმა ფინალში 242,2 ქულით სლოვენიელი სპორტსმენი დაამარცხა, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ამ შედეგით ევროპის ახალგაზრდული რეკორდიც დაამყარა. ბრინჯაოს მედალს უნგრელი ტყვიის მსროლელი დასჯერდა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირად პირველობაში ახალგაზრდებს შორის ქართველმა სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეს მარიამ ფროდიაშვილის მესამე ოქროს მედალია. მან ჩემპიონობა გოგონათა შორის და შერეულ წყვილებშიც იზეიმა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way