USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია „Smokey Bear” საქართველოშიც განხორციელდება
 2224
ტყის ხანძრების პრევენციის კამპანიას „Smokey Bear”, რომლის მიზანიც სკოლამდელი და სკოლის ასაკის ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა, აშშ-ის სატყეო სამსახური ახორციელებს. „Smokey Bear” აშშ-ში 40-იანი წლებიდან მიმდინარეობს და მისი სლოგანია „მხოლოდ შენ შეგიძლია თავიდან აიცილო ტყის ხანძარი“.
 
 „Smokey Bear”-ის კამპანია ქართველ სპეციალისტებს აშშ-ის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხანძრების პრევენციის ნაწილში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი კომპონენტია.
 
„მადლობა ამერიკის სატყეო სამსახურს კამპანია „Smokey Bear” საქართველოში განხორციელების შესაძლებლობისთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ტყის ხანძრების პრევენციის სწორად გატარება. ჩვენს რეინჯერებს და მეტყევეებს ხანძრის ადგილებზე შესაბამის ღონისძიებებში ჩართვა ევალებათ, შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი როლი გვაკისრია, მათ შორის, პრევენციის ნაწილში; რაც მეტი განათლება გვექნება ჩვენ და ჩვენს ახალგაზრდა თაობას, მით მეტად შევძლებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა.
 
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს საქართველოს ველურ ბუნებაში ხანძრის პრევენციის სამუშაოები, ტყის ხანძრებთან მიმართებაში საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა და ტყის ხანძრების მართვის პრაქტიკა გააცნეს. შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშე რიშან ჩაუდრი, აშშ-ის სატყეო სამსახურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), CENN-ის და NACRES-ის წარმომადგენლები და დაინტერსებული მხარეები ესწრებოდნენ.
 
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის