USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
“ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დახურა
Date:  795

“ტვიტერმა“ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დახურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ანგარიშის დახურვის გადაწყვეტილება „ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის“ გამო მიიღეს.

”@RealDonaldTrump ანგარიშზე ბოლო დროს განთავსებული ტვიტებისა და მათ გარშემო არსებული კონტექსტის ზედმიწევნით განხილვის შემდეგ, ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო ანგარიში სამუდამოდ დავხურეთ,” - ნათქვამია “ტვიტერის“ განცხადებაში.

მანამდე კომპანიამ დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათით დაბლოკა, თუმცა, მას შემდეგ რაც მოქმედ პრეზიდენტს პოსტების განთავსების საშუალება ისევ მიეცა, შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა : „75 000 000 დიდ ამერიკელ პატრიოტს, რომლებმაც ხმა მომცეს მე, მომავალში დიდხანს ექნებათ უზარმაზარი ხმა. მათ უპატივცემულოდ და უსამართლოდ არანაირად, არანაირი ფორმით და გზით არ მოექცევიან!!!“

„ტვიტერის“ ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული ტვიტი "განიმარტება, როგორც კიდევ ერთი მინიშნება, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ გეგმავს ხელი შეუწყოს ძალაუფლების მოწესრიგებულად გადაცემას“.

ამასთან, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მოქმედი პრეზიდენტის ტვიტი, სადაც ის აცხადებს, რომ ინაუგურაციას არ დაესწრება, შესაძლოა მისმა მხარდამჭერების ნაწილმა აღიქვას როგორც კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური იყო.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way