USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
Tbilisi
თვითდასაქმებულებმა კომპენსაციისთვის განაცხადი 21 მაისიდან 1-ლ ივნისამდე უნდა შეავსონ
Date:  1157

თვითდასაქმებულებმა, პანდემიის დროს მიყენებული ზარალის კომპენსაციისთვის, განაცხადები, 21 მაისიდან 1-ლ ივნისამდე უნდა შეავსონ. პლატფორმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს ვებგვერდზე იქნება ჩაშენებული. განაცხადის შევსებას შეძლებენ მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებიც.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში სამინისტროს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსმა თეა გვარამაძემ თქვა, მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებს, კომპენსაციას, განაცხადის შევსებიდან, 10 დღის განმავლობაში ჩაურიცხავენ თვითდასაქმებულებს კი, დაახლოებით, 24 დღის განმავლობაში.

„როგორც კი მიკრო ბიზნესი განაცხადს ატვირთავს ელექტრონულ პორტალზე, 10 დღის განმავლობაში უკვე შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა. თვითდასაქმებულების შემთხვევაში, სადაც საჭიროა სამუშაო ჯგუფის მიერ განხილვა, განაცხადის ატვირთვიდან 2 კვირის განმავლობაში მოხდება განხილვა და 10 დღის შემდეგ ჩარიცხვა“, – აღნიშნა თეა გვარამაძემ.

ამასთან, ირკვევა რომ თვითდასაქმებულები, რომლებიც ფიზიკურ პირებს ემსახურებოდნენ, მათ შორის ძიძები და რეპეტიტორები, მთავრობის 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების ბენეფიციარებად არ ითვლებიან. შესაბამისად, ისინი ამ დახმარებას ვერ მიიღებენ.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ყველა თვითდასაქმებული, რომელიც ოფიციალურადაა რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ასევე ის პირები, რომლებიც თავს თვლიან თვითდასაქმებულად და ამის მტკიცებულებად იურიდიული პირის მიერ გაცემულ დოკუმენტს წარადგენენ. 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები.

„ ტაქსის მძღოლების შემთხვევაში ლიცენზიები და ნებართვები ჩაითვლება საბუთად. რაც შეეხება ძიძებს და ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანებს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დოკუმენტების ვალიდურობის გადამოწმება არის შეუძლებელი და ძალიან რთული, ამიტომ ეს ადამიანები ბენეფიციარებად არ ჩაითვლებიან, თუმცა ძალიან ბევრი რეპეტიტორი გვყავს, რომელთა შემთხვევაშიც იურიდიული პირის მიერ დასაბუთება შესაძლებელი, ასევე ძიძების ნაწილი მიკრომეწარმეებად არიან რეგისტრირებულნი და შესაბამისად ასეთ შემთხვევაში ისინი მიიღებენ დახმარებას. რაც შეეხება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ისინი ავტომატურად თვითდასაქმებულებად არ ითვლებიან, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაერთი პროგრამა აქვს, რომელიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა დახმარების მიმართულებითაა ორიენტირებული“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way