USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
Tbilisi
«Stuttgarter Zeitung» (გერმანია): „ქართველი მუსიკოსი შტუტგარტიდან: რუსუდან მეიფარიანის ახალი ალბომი „მოგონებები საქართველოზე“
Date:  910

გერმანულ გაზეთ „შტუტგარტერ ცაიტუნგში“ (Stuttgarter Zeitung - გამოდის ქალაქ შტუტგარტში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარე) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართველი მუსიკოსი შტუტგარტიდან: რუსუდან მეიფარიანის ტრიოს ახალი ალბომი „მოგონებები საქართველოზე“ (ავტორი - არმინ ფრიდლი). „რუსუდან მეიფარიანი, ქართველი მუსიკოსი, რომელიც შტუტგარტში ცხოვრობს, უდარდელ ცხოვრებას იხსენებს, თავის სამშობლოში - საქართველოში გატარებულს, ახალ ალბომში სახელწოდებით „საზღვარს მიღმა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

ბევრი ქართველისათვის, რომლებიც 1960-1970-იან წლებში არიან დაბადებულები, საბჭოთა რეპრესიული სახელმწიფო შორეულ წარსულს განეკუთვნება. „ბებიები და პაპები სტალინური ეპოქის საშინელ ამბებს გვიყვებოდნენ“, - იხსენებს რუსუდან მეიფარიანი, რომელიც თბილისში, საქართველოს დედაქალაქშია დაბადებული და შტუტგარტში უკვე 20 წელია ცხოვრობს. იმ დროში ქართველისათვის უცხოეტსი წასვლა და მოგზაურობა საოცნებო სფეროს წარმოადგენდა: „ჩვენ ვოცნებობდით იმ პერიოდზე, როცა საქართველო ღია მსოფლიოს, ღია ევროპის ნაწილი გახდებოდა“, - იხსენებს რუსუდანი, - „ქართველები კარგად ვიცნობდით დასავლურ ლიტერატურას, მაგალითად, გერმან ჰესის, ჰუგო ჰოფმანსტალის, ჯეიმს ჯოისის ნაწარმოებებს, ვიცნობდით 1960-იანი წლების მუსიკას და, რა თქმა უნდა, რომანტიზმსაც და კლასიკასაც, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დადგა დრო, როცა ჩვენი თაობა ამ მხრივ უფრო წინ წავიდა, რეალურად“.

იმ პერიოდის გასახსენებლად რუსუდან მეიფარიანმა, თავის დასთან - ნატალისთან და სიძესთან - გოგი ხელაიასთან ერთად გასული წლის ნოემბერში ხმის ჩამწერ სტუდიაში ალბომი ჩაწერა, სახელწოდებით „საზღვრებს მიღმა“. „ჩვენ მუსიკის მეშვეობით ვიხსენებთ იმ დროს, როცა ვოცნებობდით და ბედნიერები ვიყავით“, - ამბობს რუსუდანი. ფაქტიურად, სწორედ ეს არის მისი მუსიკის განმასხვავებელი ნიშანი. დღეს იგი შტუტგარტში და მის გარეთ სხვადასხვა მუსიკალურ კოლექტივებთან და მუსიკოსებთან ერთად გამოდის, მაგალითად, ტორსტენ პუტენატთან ერთად. თუმცა რუსუდან მეიფარიანის ხელოვნება ყველაზე მეტად ოჯახურ ტრიოში მოჩანს, რომლის წევრები არიან თვითონ, მისი და ნატალი და სიძე გოგო ხელაია.

სხვათა შორის, „საზღვრებს მიღმა“ ჩაწერილია არა კომპაქტ-დისკზე და არა ციფრული ფორმატით, არამედ ვინილის დისკზე.

მაგრამ სამწუხაროდ, ქართველი მუსიკოსებისათვის ალბომს სიმწარის გემო დაჰკრავს: ამჟამად ადრინდელი მხიარულება შიშმა ჩაანაცვლა - რა ელოდება ქართულ სახელმწიფოს არჩევნების შემდეგ დაწყებული სამოქალაქო-საპროტესტო აქციების ფონზე?  რუსუდანმა, ნატალიმ და გოგიმ დიდი ხანია თავიანთი საყრდენი წერტილი გერმანიაში იპოვეს, მაგრამ ისინი საქართველოზე - თავიანთი ცხოვრების ნაწილზე - დარდობენ: სამშობლოზე, რომლის წინაშეც ვალდებულები არიან და რასაც თავიანთ მუსიკალურ ქმნილებაშიც გამოხატავენ. ის დრო, რაზედაც სამი მუსიკოსი ოდესღაც ოცნებობდა და რომელსაც მოგვიანებით თვითონ ეზიარნენ, შესაძლოა აღარ განმეორდეს.

წყარო: https://www.stuttgarter-zeitung.de/

tbilisi
გლდანის რაიონშის მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულა.
 
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების, შენობა-ნაგებობისა და ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, მათ ნაცვლად კი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
 
მოსახლეობისთვის გაკეთდა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე დაიდგა ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სკვერში განთავსდა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაც.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 368 704 ლარი დაიხარჯა.
 
ამასთან, მომავალ წელს დაგეგმილია მეორე ეტაპის განხორციელება, რომლის ფარგლებში, მე-3ბ კორპუსის მიმდებარედ უკანონო შემოღობვები მოიხსნება და 4000 კვ.მეტრამდე სივრცე სრულად მოწესრიგდება.
 
დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way