USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
თუთის უნიკალური სამკურნალო თვისებები
дата:  903

ბუნების ნამდვილი საოცრების - თუთის სამკურნალო თვისებების შესახებ, შესაძლოა, ბევრმა არ იცის, გარდა იმისა, რომ ტკბილი ხილია, მრავალი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

თუთა, თეთრიც და შავიც, სამკურნალოა. ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება თუთის ნაყოფი, ფოთლები, ფესვები, ქერქი.

თუთა საქართველოში ირანიდან და ავღანეთიდან შემოიტანეს და ყველაზე კარგად სამცხე-ჯავახეთში გავრცელდა. შესაბამისად, თუთის დამუშავება და მისგან გემრიელი ნუგბარის დამზადება სწორედ აქ იციან. სამცხე ჯავახეთში თუთისგან ხდიან არაყს, ამზადებენ ტკბილ კვერს, ახმობენ, თუმცა ამ კუთხის ტრადიციული ნუგბარი და ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი თუთის ბაქმაზია.

თუთის ხე (Morus) 15–20 მეტრი სიმაღლის ხეა ტკბილი ნაყოფით. გვხვდება 24 სახეობის, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ნაწილობრივ აფრიკაში.

საქართველოში იზრდება ორი სახეობა – თეთრი თუთა (Morus alba) და ხართუთა (Morus nigra). ბუნებრივ პირობებში ცოცხლობს 200-300, იშვიათად 500 წელი. საქართველოს კუთხეებში თუთას სხვადასხვა სახელი ჰქვია: ბჟოლა, ბჟოლი, ჟალღა, ჟოლი, მამალ გაჰრაჲ, მრეში, ფურცელი, ფურცლითუთა, ჯალღა, ჯორაბჟოლა.

თუთის სასარგებლო თვისებები

  • თუთის ნაყოფი კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს. ცნობილია, რომ უკრაინაში გულის მანკითა და მიოკარდიით დაავადებულები ერთი თვის განმავლობაში დღეში 4-ჯერ 300-400გ მწიფე თუთას ჭამდნენ და სამი კვირის შემდეგ გულის არეში ტკივილს აღარ გრძნობდნენ, მოუწესრიგდათ გულის რიტმიც.

 

  • ნაყოფი კარგი სტიმულატორია სისხლის წარმოსაქმნელად. იყენებენ პირის ღრუსა და ლორწოვანი გარსის ანთებისა და ყელის ტკივილის დროს. თუთა სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ახალი, ისე გამხმარი სახით. ამზადებენ ასევე მის მურაბას, თუმცა ხარშვისას მისი სასარგებლო თვისებების დიდი ნაწილი იკარგება.
  • ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების დროს რეკომენდებულია თუთის ფესვების ნახარში. ფესვების ნახარში ასევე გამოიყენება ბრონქიტის, ბრონქიალური ასთმის დროს, ის აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას.
  • თუთის წვენი კარგია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს, ეხმარება სტრესის, ნერვული დააბულობისა და დეპრესიის მოხსნას.
  • ერთი მუჭა თუთა ძილის წინ კარგი საშუალებაა მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს.
  • თუთის მიღება კარგია გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობისას.
  • თუთის ფოთლის ჩაი გამოიყენება ავიტამინოზის, სისხლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის დროს. ახალი ფოთლების ნახარში კარგია მეძუძური დედებისთვის.
  • თუთის ფოთლებს ქართულ ხალხურ მედიცინაში ოდითგან იყენებდნენ როგორც ოფლმდენ, შარდმდენ, კუჭში შემკვრელ და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებას.

განსაკუთრებული მითითება:

  • თუთის მიღება არ შიძლება მათთვის, ვისაც ალერგია აქვს. ასევე, უნდა მოერიდონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები.
  • თუთა ცუდად ერწყმის სხვა პროდუქტებს, ამიტომ მისი მიღება რეკომენდებულია ძირითად კვებებს შორის და მშიერ კუჭზე.

 

 

ბაქმაზის სამკურნალო თვისებები

ბაქმაზი  თეთრი თუთისგან (Morus alba) დამზადებული სქელი წვენია. ბაქმაზს მოიხმარენ როგორც ბუნებრივ ტკბილეულს. ხშირად მირთმევენ პურთან, კარაქთან და სხვადასხვა ნამცხვრებთან ერთად.

 

ბაქმაზს მესხურ თაფლსაც უწოდებენ. საკვებ ღირებულებებთან ერთად, მას სამკურნალო თვისებებიც აქვს. თუთის ბაქმაზი უებარი წამალია ყელის ტკივილის, ხველების, გაციების დროს, ინფექციებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოსაგვარებლად და დაბალი  ჰემოგლობინის ასამაღლებლად. როცა თუთის ტყლაპს ბრონქული ასთმით დაავადებულები მიირთმევენ, შეტევა ეხსნებათ. ადრე სამკურნალოდ თუთის ფოთლისგან დაყენებულ ჩაისაც სვამდნენ.

თუთის არაყი კარგია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის. ამბობენ, რომ უზმოზე ერთი სადილის კოვზი თუთის არაყი ინსულინის ერთ დოზას უდრის. ბაქმაზი სასარგებლოა ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს - მას სილისგან წმენდს. სასარგებლოა, აგრეთვე, ღვიძლის პრობლემების მქონეებისა და C ჰეპატიტით დაავადებულებისთვის.

როგორ მზადდება ბაქმაზი?

მესხეთში თუთა ივნისის ბოლოდან მწიფდება და აგვისტოს ბოლომდე მისი მომზადებითა და დაბინავებით ბევრი ოჯახია დაკავებული. 

თუთის  შეგროვებას თავისი წესი აქვს. ხის ძირში მუშამბას გააფენენ და ხეს დაარხევენ. პირველად მორეკილი თუთა ნაკლებად ტკბილია და არყის გამოსახდელად საარყეში ყრიან. რამდენიმე დღეში თუთას ისევ მორეკავენ და ტყლაპისთვის მოაგროვებენ. სულ ბოლოს, მწიფობის დაწყებიდან 2 კვირაში მორეკილი თუთა ყველაზე ტკბილია და ბაქმაზისთვის გამოსადეგი. დარჩენილ, ნაბოლარა თუთას მესხეთში გასახმობად იყენებენ. 

ბაქმაზის მოსამზადებელი თუთა ფრთხილად უნდა დაიბერტყოს და მალევე უნდა აიკრიფოს, რომ ნაყოფი არ დაზიანდეს და წვენი არ გაუშვას. მერე ფრთხილად უნდა გაირეცხოს და საწურზე დაიყაროს, რომ კარგად დაიწრიტოს. ამის შემდეგ თუთა სქელძირიან ქვაბში იყრება და მოსადუღებლად ძალიან დაბალ ცეცხლზე იდგმება. თუთის ნაზი ნაყოფი წამოდუღებიდან მალევე რბილდება. ამ დროს მას საწურზე გადმოიტანენ, 8-10 საათი გააჩერებენ და მერე ორმაგ დოლბანდში გაწურავენ ისე, რომ წვენი და რბილობი კარგად განცალკევდეს და წვენს ზედმეტი წიპწები არ შეჰყვეს. 

გაწურულ წვენს ძალიან დაბალ ცეცხლზე დგამენ, რომ ზედმეტი სითხე სულ აორთქლდეს და მასის დუღილი მანამ გაგრძელდეს, სანამ წვენი არ განახევრდება. ამის შემდეგ წვენი დუღილში თანდათან შესქელდება. როგორც კი ბუყბუყს დაიწყებს, ბაქმაზი მზადაა. გაგრილებული ბაქმაზი ინახება შუშის ან მომინანქრებულ მომცრო ჭურჭელში, თავდახურული, გრილ და მშრალ ადგილას.

мир
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати