„მთის დღეები 2023“ თუშეთში სტარტს სულ რამდენიმე საათში აიღებს.
„წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი მეწარმეები, გაიმართება თუშური დოღი. სპეციალურად ფესტივალისთვის ამოვიდნენ მოლაშქრეები, რომლებიც აქ ტერიტორიაზე დაბანაკდებიან. ადგილობრივი ოჯახები წარმოადგენენ ტრადიციულ თუშურ კერძებს. ჩატარდება თანამედროვე კერძების მასტერკლასი, დღის მეორე ნახევარში კი გვექნება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: „ოჩოს ფეხი“, ანსამბლი „გორდელა“ და „კესელო“, - განაცხადა, საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, ვაჟა ხაჩიძემ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულმა კვირეულმა უკვე ტრადიციის სახე მიიღო და მეორედ იმართება. თუშეთის გარდა, დღეს ფესტივალი ოფიციალურად დაიწყება რაჭასა და იმერეთში.