USD 2.7154
EUR 3.1621
RUB 3.3985
თბილისი
თურქული გაზეთი „საბაჰი“ (Sabah) - „საქართველომ მოახერხა, შემდეგი კიევი უნდა იყოს“
თარიღი:  657

თურქულ გაზეთ „საბაჰში“ (Sabah) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველომ მოახერხა, შემდეგი კიევი უნდა იყოს“ (ავტორი - ბერჯან თუთარი), რომელშიც განხილულია საქართველოს მდგომარეობა - რატომ არიან ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილონი საქართველო და დასავლეთი, ვინ არის „დამნაშავე“ მათი ურთიერთობების გაცივებაში და რა ელოდება საქართველოს არჩევნების შემდეგ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მსოფლიო, რომელშიც ევროატლანტიკური სახელმწიფოები ბატონობენ, უკვე დაქცევის პირას დგას. აშშ-ის პროექტები, რომელიც ევროატლანტიკური ბლოკის ქვეყნების ლიდერს წარმოადგენს, ზედიზედ იშლება. აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, ინდოთ-წყნარი ოკეანის, ლათინური ამერიკისა და აფრიკული საჰელის რეგიონების შემდეგ ამერიკულმა საგარეო პოლიტიკა უკვე წარუმატებლობას განიცდის სამხრეთ კავკასიაშიც, რომელსაც საკვანძო გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ამის ნათელ მაგალითს საქართველო წარმოადგენს.

 მოდით, ნუ დავივიწყებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს დაშლა, ისევე როგორც უკრაინის ოკუპაცია, განხორციელდა რუსეთთან ომის (2008 წელს) შედეგად, აშშ-ის და ევროპის ინტერესების წყალობით. თბილისს მათი იმედები ჰქონდა, მაგრამ როცა საქართველომ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დაკარგა, აშშ-საგან და ევროპისაგან ვერანაირი დახმარება ვერ მიიღო. ქვეყანა, რომელიც ფაქტიურად  ბედის ანაბარად იქნა მიტოვებული, ბოლო ათწლეულში ნელ-ნელა აღორძინდა, მაგრამ დასავლეთისაგან უკუსვლა დაიწყო.

ქვეყნის აღორძინების ლოკომიტივი გახდა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, რომელიც 2012 წლის 19 აპრილს ბიზნესმენმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაარსა. იმავე წელსვე პარტიების საარჩევნო ბლოკმა, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით  საპარლამენტო არჩევნებში წარმატება მოიპოვა და კოალიციური მთავრობა შექმნა. მოგვიანებით, ამჯერად უკვე მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, 2016 წლისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ „ისტორიული წარმატება მოიპოვა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებშიც - დასავლეთის მძაფრი ანტიპროპაგანდისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად. პარტიამ თითქმის ხუთჯერ მეტი ხმა მოაგროვა, ვიდრე მისმა უახლოესმა მეტოქემ.

***

საქართველოს პროდასავლელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. იგი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, ქართველი ემიგრანტის ოჯახში და სანამ 2004 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნებოდა და 2018 წელს ქვეყნის პრეზიდენტი გახდებოდა, მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის, თბილისში საფრანგეთის ელჩის რანგში. სალომე ზურაბიშვილი მინისტრად დანიშვნამდე საქართველოს მოქალაქე არ იყო და თავისი ისტორიული სამშობლოს მოქალაქეობა მოგვიანებით მიიღო.

ალბათ, სწორედ ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პარიზში გაზრდილი სალომე ზურაბიშვილი შინაგანად თავს ფრანგად გრძნობს, რომელიც საქართველოში შექმნილ რეალობას ვერ აღიქვამს. სხვათა შორის, ჩვენც ბევრი მსგავსი პოლიტიკოსი, ჩინოვნიკი და „სახელმწიფო მოღვაწე“ გვყავს, რომლებშიც დასავლური კოდები ჭარბობს, ანუ პრობლემები აქვს „მშობლიური“ ხალხისადმი დამოკიდებულებაში.

სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მხარს უჭერს ორიენტალიზმს, განაცხადა, რომ არცევნებში რუსეთი ჩაერია. შესაბამისად, ქართველ ხალხს მოუწოდა შედეგები არ აღიაროს და ოპოზიციის პროტესტებს შეუერთდეს.

ესე იგი გამოდის, რომ ქართველებმა არ უნდა დაიჯერონ „ქართული ოცნების“ 54%-იანი წარმატება იმ დროს, როცა მისმა უახლოესმა ოპოზიციურმა პარტიამ მხოლოდ ხმების 11% მოაგროვა? სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად „ქართული ოცნების“ ასეთი კოლოსალური უპირატესობისა, მაინც თავისას არ იშლის. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება არჩევნების შედეგების მიმართ. ამაში ჩანს მისი როგორც შეთქმულის მენტალიტეტი.

***

სალომე ზურაბიშვილმაც და მისმა მხარდამჭერმა დასავლურმა სახელმწიფოებმაც მშვენივრად იციან, რომ ხმის მიცემის შედეგები ქართველი ხალხის გადამწყვეტი ნების გამოხატვაა ევროპისა და აშშ-ის ჰეგემონიისაგან თავდასაღწევად. ამიტომაც დასავლეთის წინაშე კაპიტულანტური მენტალიტეტის მქონე პოლიტიკოსები ტრამვირებულნი არიან საქართველოს როგორც ევროპული ცივილიზაციის ყველაზე აღმოსავლური საყრდენის „დაცემით“ – მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ოთხ მილიონამდეა, საქართველოს, სადაც ევროპისა და აზიის გზები ერთმანეთში იკვეთება, დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

დღემდე ამერიკა და ევროპა საქართველოს იყენებდნენ როგორც ფრონტად თავიანთი მეტოქეების წინააღმდეგ, განსაკუთრებით რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან მიმართებით. მოკლედ, კავკასიური ქვეყანა ფასდაუდებელ ფორპოსტს წარმოადგენდა დასავლეთისათვის.

მაგრამ საქართველომ მოახერხა იმ ორმოდან ამოსვლა, რომელშიც დასავლეთის წყალობით ჩავარდა - თავისი პოლიტიკის ტრანსფორმაციით და ახლა აცხადებს, რომ მეტად აღარ იქნება დასავლურ-იმპერიალისტური პროექტების მსხვერპლი ობიექტი. ერთი სიტყვით, რჩება მხოლოდ იგივე ვუსურვოთ უკრაინასაც და  დასავლეთის სხვა მარიონეტებსაც. ჭეშმარიტებაა, რომ მხოლოდ ის ქვეყნები მოიპოვებენ სტაბილურობას, მშვიდობას და სიმშვიდეს, რომლებიც დასავლელი მფარველებისაგან გათავისუფლდებიან. საქართველო ამის კონკრეტულ მაგალითს წარმოადგენს - თბილისი გვაჩვენებს, რომ ეს შესაძლებელია.

წყარო: https://www.sabah.com.tr/yazarlar/bercan-tutar/2024/10/29/gurcistan-basardi-darisi-kievin-basina

 

საზოგადოება
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.