USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Тбилиси
თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
дата:  400

სამხრეთ თურქეთში ტყის მასიური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, - მედიის ინფორაციით, ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლიმ განაცხადა.

ოფიციალური მონაცემებით, 7 ადამიანი ქალაქ მანავგატში, ერთი კი - მარმარისში დაიღუპა.

ოთხშაბათიდან დღემდე, თურქეთის 32 ქალაქში გაჩენილი 126 ხანძრიდან 119-ის ლოკალიზება მოხერხდა.

ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 13 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, დრონები და 800-ზე მეტი სახანძრო მანქანაა ჩართული.

ოთხშაბათიდან საკუთარი სახლებიდან და სასტუმროებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დახმარების მიზნით სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან. 3 სახანძრო თვითმფრინავი გააგზავნა თურქეთში ევროკავშირმაც.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати