USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა
Date:  709

თურქეთის შავი ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 60 ადამიანი კასთამონუს პროვინციაში დაიღუპა, 9 - სინოპში, 1 კი - ბართინში.

სტიქიის გამო ბართინის პროვინციიდან 359 ადამიანია ევაკუირებული, ქასთამონუდან - 1 480, ხოლო სინოპიდან 539.

აღნიშნულ სამ პროვინციაში სერიოზულად დაზარალდა ან დაინგრა 450-ზე მეტი შენობა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way