USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თურქეთში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ 50 გრადუსს მიაღწია
თარიღი:  3190

თურქეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. 14 აგვისტოს ჰათაის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 6 თებერვლის მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში, რეკორდულად მაღალი ტემპერატურის ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის.

თურქეთის სხვადასხვა რეგიონში 48 გრადუსი სიცხეა. ქვეყნის მეტეოროლოგთა განმარტებით, უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა საშუალო სეზონურ მაჩვენებელზე 6-10 გრადუსით მაღალი იქნება.

 
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის