USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
თურქეთში დღეს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
Date:  687

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.  

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაქრეტინ კოჯას ინფორმაციით, დაინფიცირებული კაცია, რომელმაც ევროპაში იმოგზაურა. მისივე განმარტებით, ოჯახის წევრები მონიტორინგის ქვეშ არიან.  

მინისტრმა თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, არ იმოგზაურონ საზღვარგარეთ, თუ ეს აუცილებელი არ არის. 

თურქეთში ამ ეტაპამდე  კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდებოდა. 

ამის მიზეზი კი როგორც ირკვევა, ის იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ დღემდე საკმაოდ ოპერატიულად იმოქმედა და ქვეყნამ პრევენციისთვის ყველა ზომას მიმართა. საზღვრები ამჟამად ხუთ სახელმწიფოსთან : ირანთან, ჩინეთთან, იტალიასთან, სამხრეთ კორეასთან და ერაყთან ჩაკეტა. ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება ყველა მოქალაქეს, რომელიც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში  იმყოფებოდა ვირუსის გავრცელების ქვეყნებში : ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. შეზღუდვა ეხება ყველა მოქალაქეს მათ შორის თურქეთის მოქალაქეებსაც.  

აეროპორტებში განთავსებულია თერმული მონიტორები, ასევე  ირანთან და ერაყთან საზღვრებზე აშენდა ე.წ. საველე საავადმყოფოები. ამ ქვეყნებიდან შემოსული ადამიანები მაქსიმალურად კონტროლდებიან. 

როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჯამ აღნიშნა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვირუსისგან დაცულია, თუმცა ისინი სრულად არიან მობილიზებული და სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრებულია.

თურქეთს არაერთმა წამყვანმა სახელმწიფომ მიმართა(იტალია და აშშ) ტესტ აპარატების თხოვნით, რომელსაც თურქეთი კორონავირუსის დასადგენად იყენებს.ეს ტესტები 90-იდან 120 წუთამდე დროში ადგენს აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსი.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way