USD 2.7223
EUR 3.1336
RUB 3.3205
Тбилиси
“თურქეთში არალეგალურად 200 ტონა ქართული თაფლი გადის” - რატომ ვერ ვიყენებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას?
дата:  1579

წყარო:https://bm.ge/

ავტორი: ანუკა ჯოხაძე

თაფლის ადგილობრივი მწარმოებლები ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ, ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად კი თურქეთს მოიაზრებენ.

კომპანია "აპიჯეოს" გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ერეკლე ჩიკვაიძის შეფასებით, თურქეთში დღეს საქართველოდან თაფლი არალეგალური გზებით გადის, მაშინ როცა არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირობებში, ადგილობრივ მწარმოებლებს შეღავათიან პირობებში ამ ბაზარზე ლეგალურად თაფლის გატანა შეუძლიათ. მისი თქმით, ამ მიმართულებით მოთხოვნა არსებობს, რომელიც გამოყენებაც უნდა მოხდეს.

“თურქეთში საქართველოდან არალეგალურად 200 ტონა თაფლი გადის, ძირითადად წაბლის თაფლი, მაგრამ არალეგალურად რატომ გადის არავინ იცის, იმიტომ რომ 2007 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს, რომელიც ასევე თაფლის ექსპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამასთან, არასდროს არავის არ უზრუნია, იმაზე რომ არალეგალური ექსპორტი ლეგალური გაეხადა.

ჩვენ წელს პირველად შევეცდებით, რომ თაფლი თურქეთში ექსპორტზე გავიტანოთ, მოვიძიოთ ადგილობრივი მიმწოდებლები, ყველა პროცედურა დავიცვათ, რასაც ევროკავშირის ბაზარზე ვიცავთ, დოკუმენტაციის და უსაფრთხოების ნაწილში. უნდა შევეცადოთ, რომ თურქეთის ბაზარი გავხსნათ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ზღვის იქით ეძებო მყიდველი, როდესაც შენი მეზობელი ქვეყანა არის თაფლის მომხმარებელი, კარგი გადამხდელი. ეს ადგილობრივი მეფუტკრეებისთისაც ცნობილი ფაქტია, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდანაც ძალიან ცოტა არის ჩართულობა, რამდენიმეჯერ მოხდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გადახედვა, პუნქტების ჩამატება, გაუმჯობესება, თუმცა ექსპორტ-იმპორტის ბალანსი საქართველოს მხრიდან ყოველთვის დარღვეულია. ყოველთვის თურქეთიდან ამ ხელშეკრულების ფარგლებში უფრო მეტი რაღაც შემოდის საქართველოში, ვიდრე საქართველოდან გადის. ამ მიმართულებით ძალიან ნელი პროგრესი გვაქვს”, - ამბობს "აპიჯეოს" გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ერეკლე ჩიკვაიძე.

 

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან თაფლის ექსპორტი 69%-ით შემცირდა. ჯამში სხვადასხვა ბაზარზე 16 ტონა თაფლი გავიდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ექსპორტირებული პროდუქტის მოცულობა 40 ტონა იყო.

იანვარ-ივნისში საქართველოდან თაფლის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე. წელს ამ მიმართულებით მხოლოდ მხოლოდ 1 ტონა პროდუქტი გავიტანეთ, რაც 6 ათასი დოლარის ღირებულების იყო. მაშინ როდესაც 2023 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის მოცულობა 29 ტონა, ღირებულება კი 258 ათასი დოლარი იყო.

мир
რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს დაავალა, მოუწოდონ იმ ქვეყნებს სადაც იმყოფებიან, ოფიციალურად გამოაცხადონ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) და „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციებად
ABC NEWS-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ამერიკელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში დაავალა, მოუწოდონ უცხოეთის მთავრობებს, სწრაფად იმოქმედონ ირანისა და მისი „პროქსი“ დაჯგუფებების წინააღმდეგ „თავდასხმის მომატებული რისკის“ გამო.
 კონფიდენციალური დიპლომატიური დეპეშით, აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებს დაევალათ, ეს გზავნილი სხვა ქვეყნების მთავრობების უმაღლეს დონეზე 20 მარტამდე გადასცენ.
 
დირექტივაში აღნიშნულია, რომ ირანმა და ირანთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნან სხვა ქვეყნებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, ამიტომ საჭიროა კოორდინირებული საერთაშორისო მოქმედება.
 
რუბიო ამერიკელ დიპლომატებს ასევე სთხოვს, მოუწოდონ იმ ქვეყნებს სადაც იმყოფებიან, ოფიციალურად გამოაცხადონ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) და „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციებად, თუ მათ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ.
 
განცხადებაში ნათქვამია, რომ კოლექტიური გლობალური ზეწოლა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ცალმხრივი ქმედება ირანის ქცევის შესაცვლელად.
ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ ფონზე, როდესაც აშშ ცდილობს შექმნას კოალიცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიისა და რეგიონული უსაფრთხოების ფართო ძალისხმევის მხარდასაჭერად.
 
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები, მათ შორის „ჰეზბოლა“ და სხვა გასამხედროებული ფორმირებები ახდენენ მთავრობების დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნიან მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში.
 
აშშ-ს სჯერა, რომ კოორდინირებულ საერთაშორისო მოქმედებებსა და სანქციებს შეუძლია შეზღუდოს ირანის შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს მებრძოლ დაჯგუფებებს და განახორციელოს თავდასხმები გლობალურად.“
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати