ნახიჩევანში თურქეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შევიდნენ, ოფიციალურად სწავლების ჩატარების მიზნით.
აზერბაიჯანის შემადგენლობაში შემავალ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას თურქეთთან 15 კმ იანი სასაზღვრო მონაკვეთი აკავშირებს და შეიძლება ითქვას დღეისათვის ერთ დიდ სამხედრო ბანაკადაა ქცეული სომხეთის დასავლეთით.
ნახიჩევანში დისლოცირებულია აზერბაიჯანის არმიის მე-5 საარმიო კორპუსი 3 მოტომსროლელი ბრიგადის შემადგენლობით.
1-ლი აგვისტოდან 5 აგვისტოს ჩათვლით სწავლება ბაქოსა და და ნახიჩევანში ჩატარდება, ხოლო 29 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით კი ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში გაიმართება.
ერთობლივ სწავლებაში ჩაერთვება სამხედრო პერსონალი, ჯავშანტექნიკა, არტილერია, ნაღმტყორცნები, ისევე როგორც ორი ქვეყნის ჯარების სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ტექნიკა.