USD 2.7128
EUR 3.1550
RUB 3.3271
Тбилиси
თურქეთის მცოცავი ექსპანსია რუსეთისათვის დაუძლეველი ტვირთია
дата:  1325
თურქეთის მცოცავი ექსპანსია რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების ზონაში შემდგარი ფაქტია. რატომ არ ეწინააღმდეგება რუსეთი? იმიტომ, რომ არაფერი აქვს რუსეთს დასაპირისპირებელი. სამხედრო, სამრეწველო, ეკონომიკური დაპირისპირება თურქეთთან თანამედროვე რუსეთისათვის დაუძლეველი ტვირთია.
 
თურქეთს აქვს განვითარების სტრატეგიული პროექტი,, კრემლს - არა. თურქეთს აქვს ზეეროვნული იდეოლოგია, რომელსაც ის უზარმაზარ რეგიონში ყიდის. კრემლის იდელოგიურ ველზე გამომშრალი უდაბნოა. კრემლი რითი უნდა ჩავიდეს სანგარში, როცა გავლენის ზონის დაცვას დააპირებს? - გულწრფელები თუ ვიქნებით, არაფრით.
 
პუტინის რუსეთს ერდოღანის თურქეთთან შანსი არ აქვს - მასთან სტრატეგიის განხილვას აზრი არ აქვს. პოსტპუტინისეულ რუსეთს კი თურქეთისათვის წინააღმდეგობის გაწევის შანსი აქვს. რუსეთმა მეზობელ ტერიტორიებს, ქვეყნებს და რეგიონებს განვითარების საკუთარი სტრატეგია უნდა შესთავაზოს. ასეთი სტრატეგიის წარმოშობის აუცილებელი პირობაა ის, რომ ეს უნდა იყოს ინტეგრალური პროექტი, თვით რუსეთის განვითარების პროექტი, რომელიც გავრცელდება მის გარემომცველ სივრცეზე. თუ ეს არ იქნება, გასავრცელებელიც არაფერია.
 
ეკონომიკური პროექტი ცხადია: ეკონომიკის ინდუსტრიული სექტორის გადატანა რუსეთის გარემომცველ ტერიტორიებზე. თვით რუსეთში პოსტინდუსტრიული წყობის ეკონომიკის მშენებლობა და ჩვენი სტანდარტების გავრცელება ჩვენს გარშემო. რუსული ენა ჩვენს გარშემო ჯერ კიდევ ქმნის სივრცეს, რომელშიც უნარი გვაქვს თანაბარი ან წინმსწრები კონკურენცია გავუწიოთ სხვა დამპროექტებლებს. მაგრამ, გასაგებია, რომ დრო ბევრ რამეში დავკარგეთ, და ახლა უპირატესობაზე გათვლა არ გვაქვს.
 
იდეოლოგიური პროექტიც გასაგებია - სამართლიანობის უზრუნველყოფის მოთხოვნა წამყვანი რჩება, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, რომელიც ზედმეტადაა ვესტერნიზებული, და ამიტომ გაშმაგებით უწევს წინააღმდეგობას ჩვეული წყობის დამანგრეველ პრინციპს „თავისუფლება სამართლიანობის სანაცვლოდ“. მაგრამ სამართლიანობის იდეის გატარება რუსეთის ფარგლებს მიღმა შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში - როცა ჩვენ თვითონ მოვახდენთ წარმატების დემონსტრირებას ამ სფეროში. როცა რუსეთში მოსახლეობის 80 % ღარიბი და ღატაკია, ხოლო ათობით ყველაზე მდიდარი ოჯახი დანარჩენი 140 მილიონი ადამიანის სიმდიდრის ტოლფას ქონებას ფლობს, - ასეთ სამართლიანობას ვერავის მიყიდი.
 
ამიტომ, პუტინის რეჟიმს თეორიულადაც არ შეუძლია რამე დაუპირისპიროს ერდოღანის (და ნებისმიერი სხვის) ექსპანსიას ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნებისმიერ საგარეო ტერიტორიებზე და რეგიონებზე. ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი ილუზია შეიძლება მყისიერად იქნას უგულვებელყოფილი. აი, მას შემდეგ კი ყველაფერია შესაძლებელი.
 
общество
კალაძე: თბილისში მწვანე სივრცეების მოსაწყობად არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ

„წლების წინ რეკრეაციულ სივრცეებს ასხვისებდნენ, ჩვენ კი მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან გამოგვესყიდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მიდგომა, რომელიც 2017 წლიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია, მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება, მათ შორის ცალკეული უბნების დონეზე, რომ რაც შეიძლება მეტი გამწვანებული არეალი არსებობდეს.

„2017 წლამდე დედაქალაქში სერიოზული გამოწვევა არსებობდა, თუმცა, ბოლო წლებში ხედავთ, რეკრეაციული მიმართულებით რამდენი პროექტი განხორციელდა. ჩემთვის ეს საამაყოა. თბილისს მწვანე სივრცეები ძალიან უხდება. ასათვისებელი არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ. გარდა სილამაზისა, ეკოლოგიური თვალსაზრისით რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

წლების წინ იყო ძალიან ცუდი პრაქტიკა - პარკებს და სკვერებს ასხვისებდნენ, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ. 2017 წლიდან კი არცერთი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. პირიქით, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ რეკრეაციული სივრცეები და მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. მსგავსი მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати