USD 2.7321
EUR 3.1564
RUB 3.4510
Tbilisi
თურქეთის დერინჯერის პორტში, აფეთქების შედეგად, 15 ათასი ტონა მარცვლეული განადგურდა
Date:  555

თურქეთის დერინჯერის პორტში, აფეთქების შედეგად, 15 ათასი ტონა მარცვლეული განადგურდა. ადგილობრივი ადმინისტრაციის განმარტებით, მარცვლეულის გემზე გადატვირთვის დროს ხორბლის მტვრის დეტონაცია მოხდა.

აფეთქების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს, თურქეთის მთავრობა ერთ-ერთ მიზეზად დივერსიასაც განიხილავს. პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.

World
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way