USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
თურნავა: ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპზე თუ რამე პრობლემა შეიქმნა, შემდეგი ეტაპები შეიძლება, გადაიდოს
Date:  591

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თუ ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპზე კომპანიები რეკომენდაციებს არ დაიცავენ, შესაძლოა, შემდეგი ეტაპები გადადონ. ამის შესახებ მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე ამოქმედებულ კომპანიებს ახლა ვალდებულება აქვთ როგორც მოსახლეობის, ისე გეგმის შემდგომი გაგრძელების წინაშე.

"ახლა თუ ამ კუთხით რამე პრობლემა შეიქმნა, ჩვენ ნებისმიერ დროს უფლება გვექნება და მოვალეობაც, რომ გადავდოთ გახსნის შემდეგი ეტაპები. ამიტომ, უნდა იყოთ ჩვენი თანამოაზრეები ამ ნაწილში", — აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორ გაიხსნება ეკონომიკური საქმიანობები საქართველოში — მთავრობის გეგმა დღეიდან, 27 აპრილიდან მსუბუქი მანქანებით გადაადგილება და ტაქსების ოპერირებაა შესაძლებელი. აგრეთვე, შესაძლებელია ონლაინ ვაჭრობა და ამოქმედდება აგრარული ბაზრები.

შეზღუდვების მოხსნა არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომებია დაწესებული. გარდა ამისა, ყველა სხვა შეზღუდვა, განაგრძობს მოქმედებას და მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეზღუდვას 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way