USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
თურნავა - ევროკავშირი გიდების სერტიფიცირების გეგმის მომზადებაში დაგვეხმარება
Date:  479

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელს დომენიკ პაპენჰაიმს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GiZ) წარმომადგენელს ფილიპ შტაინჰაიმსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელს გერჰარდ შაუმბერგერს შეხვდა და მათთან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამებზე ისაუბრა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის ტექნიკურ დახმარებაზე გიდების სერტიფიცირების პროგრამის განსახორციელებლად.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე ეკონომიკურ ცხოვრებაში.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სექტორმა მალე დააღწიოს თავი კრიზისულ ვითარებას.

„ჩვენ ვეხმარებით კერძო სექტორს, რათა დროულად მოხდეს ადგილობრივი ტურისტული ბაზრის გახსნა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებისთვის,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა სტუმრებს ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც „კოვიდ-19“ – ის გამოწვევების შესაბამისად მომზადდა და მიზნად ისახავს ტურისტული ინდუსტრიის მზადყოფნას პანდემიის შემდგომ პერიოდში ტურისტების უსაფრთხო მომსახურებისთვის. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფის – გიდების მომსახურების ადაპტაციაზე პოსტკოვიდური უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირი დაეხმარება ქართულ მხარეს, მოამზადოს გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების სისტემა. ამ მიზნით, შემუშავდება სამოქმედო გეგმა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით. ითქვა, რომ საქართველოს ავსტრიის მხარესთან უკვე აკავშირებს თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა გუდაურში სამთო გამყოლთა სკოლის პროექტის სახით.

ნათია თურნავას განცხადებით, გიდების გადამზადება პოსტკოვიდური გამოწვევების მიხედვით უაღრესად მნიშვნელოვანია.

„საქართველო – უსაფრთხო დანიშნულების ადგილი – ეს არის გზავნილი, რომლითაც ჩვენ ვგეგმავთ, რომ წარვდგეთ მსოფლიოს წინაშე. ამდენად, ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის ყველა რგოლი უსაფრთხოების უმკაცრეს მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს შეეხება გიდებსაც, რომელთა სერტიფიცირების სისტემაზეც ვიწყებთ მუშაობას. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები გიდების ასოციაციები და ეს ყველაფერი მოხმარდება ხარისხის ამაღლებას და უსაფრთხოების წესების დანერგვას ამ სფეროში,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი
tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way