USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის British Airways-მა პრეზენტაცია გამართა
Date:  658

British Airways-მა ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო. ახალი პირდაპირი ავიარეისის დაწყებასთან დაკავშირებით British Airways-მა ქართული ტურისტული კომპანიებისთვის პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზენტაციის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე British Airways-ის რეგიონულ კომერციულმენეჯერსემილდელიბაშევს შეხვდა. საუბარი შეეხო ბრიტანული ავიახაზების უახლეს პროდუქტებსა და სერვისებს. ასევე, განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, ხელს შეუწყობს დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას.

„დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ტურისტული ბაზარია, ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ კამპანიებს, წელს კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაორმაგებული ძალებით აწარმოებს მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიებს, როგორც სოციალური მედიით, ასევე საერთაშორისო კომპანიების ჩართულობით, მათ შორის British Airways-თან ერთად. წლის განმავლობაში საქართველოს ეწვევიან ბრიტანელი ჟურნალისტები და ბლოგერები. ჩვენ ვეცდებით საქართველოს ცნობადობის შესახებ კამპანიები უფრო მასშტაბური გავხადოთ და ბევრად მეტი ბრიტანელი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში“, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთობლივი თანამშრომლობით, მოხარულები ვართ, რომ British Airways-ის პირველი საინაუგურაციო ფრენისას ბორტი მგზავრებით სრულად შეივსო. ეს აჩვენებს საქართველოსადმიბრიტანელი ვიზიტორების მხრიდანდიდ პოტენციალსა და ინტერესს, რომ იმოგზაურონ საქართველოში. ძალიან კარგი ისტორია გვაქვს, ჩვენი წინამორბედი ავიაკომპანია British Mediterranean Airways საქართველოშიდაფრინავდა 1997 წლიდან 2013 წლამდე. ჩვენ ახლა დავბრუნდით, Airbus-320neo ლაინერით, რომელიც სრულიად ახალია. საქართველოს მიმართულებაზე ინტერესი ჩვენს ყველა მოლოდინებს აჭარბებს“, -აცხადებს British Airways-ის რეგიონული კომერციული მენეჯერი ემილ დელიბაშევი.

ღონისძიებაზე საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს წევრი 40-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.

„ძალიან მოხარულები ვართ რომ British Airways შემოვიდა საქართველოში. დიდი ხანია არ უფრენია საქართველოს მიმართულებით და მისი დაბრუნება ძალიან დიდი მიღწევაა. ეს ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების შემოყვანას საქართველოში, ასევე გაყვანას. დღევანდელი პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო, ავიაკომპანიის სიხშირეები ბევრია და იმედი გვაქვს გაყიდვები ამ მიმართულებით ძალიან მაღალი იქნება. მთელ მსოფლიოში ბრიტანეთის ავიახაზებს ლოიალური კლიენტების დიდი არმია ჰყავს, ეს კლიენტები როგორც წესი უფრო პრემიული კლიენტები არიან და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ავიარეისები ხელს შეუწყობს მაღალმხარჯველი ტურისტების შემოყვანას საქართველოში“, - განაცხადა „ვია თრეველის“ დირექტორმა ნინო ნამგალაძემ.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ჩვენმა ოპერატორებმა დღევანდელ პრეზენტაციაზე. British Airways მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც საშუალებას მოგვცეს ძალიან ბევრი ქალაქი დავფაროთ, მათ შორის აშშ-ში. British Airways-ის შემოსვლა ძალიან შეუწყობს ხელს ტურისტული ნაკადების შემოსვლას, როგორც დიდი ბრიტანეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან საქართველოში“, - ამბობს თეიმურაზ ერგეშიძე „ჰორიზონტ ეირის“ დირექტორი.

ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით British Airways პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way