საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გურჯაანის „ღვინის ფესტივალს“ ღვინის თემატიკაზე მომუშავე ბრიტანული და ლიეტუვური მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, National Geographic Traveller-ის, ITV-ის, Red magazine-ისა და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტები, ბლოგერები და ღვინის ექსპერტები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
„მედიის წარმომადგენლებს გურჯაანის ფესტივალზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვდა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უცხოელ ჟურნალისტებს ტურისტული პროდუქტები გააცნო.
პრესტურის ფარგლებში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები თბილისს, ახტალას, ალავერდსა და იყალთოს ესტუმრნენ, დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო. უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის, ღვინისა გასტრონომიის შესახებ რეპორტაჟებს, სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ, რომელსაც მთელ მსოფლიოში გაეცნობიან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.