USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Тбилиси
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტრენინგი- „ტურისტული სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის”
дата:  692

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით უსასყიდლოდ ტრენინგებს აგრძელებს.
„ტურისტული სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის– მომსახურება და უსაფრთხოება” ტრენინგების კურსი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბაღდათში, წყალტუბოში, ზუგდიდში, მესტიაში, ამბროლაურში, ონში, ოზურგეთში, ბორჯომში, სტეფანწმინდაში, გორსა და თელავში ტარდება.
ტრენინგების ფარგლებში ტურიზმის სფეროს 350 წარმომადგენელი გადამზადდება. კურსი განკუთვნილია განთავსების, ასევე კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისათვის, გიდებისათვის, ასევე სექტორში დასაქმების მსურველთათვის. ტრენინგების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ. ტრენინგების მიზანია შიდა ტურიზმის ხელშეწყობა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
ტრენინგის თემატიკა: 1. საერთაშორისო სტანდარტი „ინკლუზიური ტურიზმი და ISO 21902:2021 ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სერვისები – ინკლუზიური ტურიზმი ყველასთვის – მოთხოვნები და რეკომენდაციები 2021-07“ 2. ინფრასტრუქტურისა და სერვისების მისაწვდომობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შშმ პირთათვის – უნივერსალური დიზაინი, მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები. 3. ინკლუზიური ტურიზმის გამოწვევები საქართველოში და მსოფლიოს გამოცდილება. 4. ტურიზმისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული პირებისა და სერვისის მიმწოდებლებისთვის – შშმ პირებთან ურთიერთობის ეთიკა, სწორი კომუნიკაცია და ტერმინოლოგია.

общество
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати