USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Tbilisi
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ციფრულ კონფერენციას TRAVERSE-ს მასპინძლობს
Date:  

მასშტაბური კამპანია საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოში,  თბილისში, საერთაშორისო ციფრული კონფერენცია TRAVERSE გაიმართება.  ღონისძიების ფარგლებში 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით  საქართველოს 180-მდე ინფლუენსერი ეწვევა დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

მსოფლიოში ცნობილ  მოგზაურ ბლოგერებს სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავთ.

კონფერენციის განმავლობაში წარმატებული ინფლუენსერები მონაწილეებს მსოფლიო ტრენდების შესახებ ინფორმაციას და გამოცდილებას  გაუზიარებენ. სპიკერებს შორის არიან:  გავინ რამაჯუნი  BBC-ის წამყვანი, რიჩ მაკკორი Instagram ბლოგერი, ტობა ქერიჯი Youtube-ის ბლოგერი და სხვ.

“საქართველო პირველად უმასპინძლებს ბრიტანულ ციფრულ კონფერენციას, რომელიც  2013 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა და  მას შემდეგ მსოფლიოს 12 ქვეყანაში გაიმართა.  TRAVERSE-ის კლუბში გაწევრიანებულია 500-მდე ინფლუენსერი და ბლოგერი ძირითადად ევროპიდან. საქართველოს 200-მდე ინფლუენსერი და ბლოგერი ეწვევა. საქართველოში ჩამოვლენ ისეთი ბლოგერები, რომლებსაც  სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავთ. ისინი მოივლიან საქართველოს, გაეცნობიან ტურისტულ პროდუქტებს. ვფიქრობ ეს კონფერენცია ძალიან წარმატებული იქნება და მოგვიანებით ჩვენ შევძლებთ თვალი ვადევნოთ თუ რას დაწერენ ინფლუენსერები საქართველოს შესახებ საერთაშორისო მედია პლატფორმებზე“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

ციფრული კონფერენცია TRAVERSE-ის ფარგლებში ინფლუენსერები თბილისში, მესტიაში,  გუდაურში და სხვა ადგილებში იმოგზაურებენ, გაეცნობიან ზამთრის კურორტებს, ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს.

ინფლუენსერები სოციალურ ქსელებში ბლოგებს, პოსტებსა და სთორებს მოამზადებენ, რომელსაც ათობით მილიონი მომხმარებელი გაეცნობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე.

კონფერენციის გამართვამდე ორგანიზატორები თბილისს ეწვივნენ და ღონისძიების დეტალებს გაეცნენ, ასევე დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა.

„იანვრის ბოლოს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეს  200-მდე ბლოგერი ეწვევა, გაიმართება კონფერენცია, მოეწყობა ვორქშოფები, მონაწილეებს ექსპერტები გამოცდილებას გაუზიარებენ. პირველად ვარ საქართველოში და განსაკუთრებით მომეწონა ქართული კერძები და ღვინო. ინფლუენსერები, რომლებიც საქართველოს ეწვევიან თქვენი ქვეყნის შესახებ შექმნიან ისტორიებს. ვფიქრობ აუდიტორიისთვის პოზიტიური გამოცდილების გაზიარებით ყველაზე კარგ  კამპანიას ქმნი. ინფლუენსერები,  რომლებიც ჩვენ ჩამოგვყავს საოცარი გამოცდილება აქვთ, მათ მიერ შექმნილი მასალა სხვადასხვა პლატფორმებით გავრცელდება, რაც ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს. ეს იქნება YouTube, Instagram, Tik Tok, ასევე ციფრული და ბეჭდური მედია საშუალებები. საქართველო საუკეთესო ადგილი მთელ მსოფლიოში ადამიანებს გავაცნოთ და მოგზაურობის სურვილი გავუჩინოთ, რომ აღმოაჩინონ ახალი ტურისტული ადგილები საქართველოში“,-აცხადებს TRAVERSE-ის კონფერენციის ორგანიზატორი მაიკლ ბოლი.

ლონდონში დაფუძნებული TRAVERSE ეხმარება გლობალურ ბრენდებსა და ტურისტულ ჰაბებს ციფრული პროექტების განვითარებაში, კონფერენციებში მონაწილეობას იღებენ როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი ინფლუენსერები (ბლოგერები, YouTubers, Instagrammers, Tik Tokers და ვიდეოგრაფები და ა.შ).

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way