საქართველოში 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიული მაქსიმუმი 958,947 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.
გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებიც, 2025 წლის პირველ კვარტალში 1,314,828 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც +1.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2025 წლის I კვარტალში ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +72.9%); ინდოეთი (+27.7%); ჩინეთი (+40.1%); იორდანია (+44.7%), საუდის არაბეთი (+8.3%). ხოლო, ევროკავშირის ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ნიდერლანდებიდან +22.3%; სლოვაკეთი +19.9%; ჩეხეთიდან +16.9%; იტალია +10.1% და საბერძნეთი +9.7%.
ამავე პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს $826 მილიონს მიაღწია (825,975,424 აშშ დოლარი).
2025 წლის პირველი კვარტლის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის პირველი კვარტლის დონეს 42.8%-ით (247,533,195 აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2024 წლის მონაცემებს კი +2.3%-ით (18,301,394 აშშ. დოლარით).
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.