USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: ბოლო 3 თვეში რეკორდული შემოსავალი მივიღეთ საერთაშორისო ტურიზმიდან - 826 მილიონი დოლარი, სულო დაფიქსირდა 958,947 ვიზიტი
თარიღი:  611

საქართველოში 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიული მაქსიმუმი 958,947 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.

გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებიც, 2025 წლის პირველ კვარტალში 1,314,828 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც +1.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2025 წლის I კვარტალში ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +72.9%); ინდოეთი (+27.7%); ჩინეთი (+40.1%); იორდანია (+44.7%), საუდის არაბეთი (+8.3%). ხოლო, ევროკავშირის ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ნიდერლანდებიდან +22.3%; სლოვაკეთი +19.9%; ჩეხეთიდან +16.9%; იტალია +10.1% და საბერძნეთი +9.7%.

ამავე პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს $826 მილიონს მიაღწია (825,975,424 აშშ დოლარი).

2025 წლის პირველი კვარტლის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის პირველი კვარტლის დონეს 42.8%-ით (247,533,195 აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2024 წლის მონაცემებს კი +2.3%-ით (18,301,394 აშშ. დოლარით).

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის